შოუბიზნესი
სტრიპტიზიორი, მესაფლავე, მზვერავი: რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები, სანამ ცნობილები გახდებოდნენ
2024, 31 ივლისი, 10:59

მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, რიგითი ადამიანები ფულს ისე გამოიმუშავებდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერია, რომ არა ერთი ნიუანსი, თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთი მათგანი მესაფლავედ მუშაობდა, ზოგიც ტუალეტებს რეცხავდა, აი, ზოგს კი თავი თვიდან თვემდე მორგში მუშაობით გაჰქონდა. გაინტერესებთ რას საქმიანობდნენ თქვენი საყვარელი მსახიობები სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ სახეებს, ვისთვისაც ჩვეულებრივი პროფესიები უცხო არ არის.
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სტივ ბუშემი - მეხანძრე გახლდათ

კრისტოფერ უოკენი გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი ლომების მომთვინიერებლადაც კი მუშაობდა, 16 წლის ასაკიდან კი უკვე ცირკშიც გამოდიოდა

რა შეეხება დენი დევიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში მუშაობდა, სადაც მიცვალებულთა თმის ვარცხნილობაზე ზრუნავდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი კი დურგალი გახლდათ

ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი ტელემარკეტოლოგად მუშაობდა, თუმცა სერიოზული ვერც ვერაფერი გაყიდა

კრისტოფერ ლი დაზვერვაში მუშაობდა

ქარიზმატული ირლანდიელი მსახიობი და "ჯეიმს ბონდის" უბადლო შემსრულებელი პირს ბროსნანი პროფესიონალი მეხანძრე გახლდათ

ქალების გულთმპყრობელი ბრედ პიტი კი, მექსიკურ რესტორანში მუშაობდა, სადაც შემოსულ სტუმრებს მამლის კოსტიუმში გამოწყობილი ეგებებოდა

ამერიკის ერთ - ერთმა მაღალანაზღაურებადმა კომიკოსმა ჯიმ ქერიმ ოჯახის დასახმარებლად სკოლა მიატოვა და მუშაობა მასწავლებლად დაიწყო

ბარსბადოსელი ლამაზმანი რიანა მოზარდობის ასაკში იუნკერთა კორპუსში სწავლობდა, რის გამოც მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აღიარებული ვარსკვლავი სამხედრო ფორმას დღემდე საუკეთესო სამოსად მიიჩნევს

ცნობილი ამერიკელი მხატვარი ბობ როსი სერჟანტი გახლდათ
ჰიუ ჯეკმანი კი სპორტდარბაზში მწვრთნელად მუშაობდა

ჯორჯ კლუნი გარდა იმისა, რომ ქალის ფეხსაცმელებს ჰყიდდა, ასევე მზღვეველად და მშენებლადაც კი მუშაობდა

ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდა

ბილ მიურეი ფულს არც მეტი, არც ნაკლები ქუჩაში წაბლის გაყიდვით შოულობდა

როკ - მუსიკის "ქამელეონად" წოდებული ბრიტანელი არტისტი და ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი ხორცპროდუქტების მაღაზიაში კურიერად მუშაობდა

ამერიკელი მსახიობი კრის პრატი დროს უქმად არ კარგავდა და ჰავაიზე თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა

ბრიტანელი "ოსკაროსანი" კინოვარსკვლავი ჰელენ მირენი გარკვეული პერიოდი გასართობ პარკში პრომოუტერად მუშაობდა

ამერიკული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ჯეისონ ლი პროფესიონალი სკეიტბორდერი გახლდათ

"სუპერ მაიკის" ვარსკვლავი ჩენინგ ტატუმი თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა
ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი კი ახალგაზრდობაში მესაფლავედ მუშაობდა
სანდრა ბალოკი მანჰეტენის რესტორანში ბარმენად და მიმტანად მუშაობდა