საზოგადოება პატრიარქი გურამ ოდიშარიას მიმართავს 2012, 19 ოქტომბერი, 17:26 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას მიმართა ახალი მუზეუმის მშენებლობის ინიციატივით, რომლშიც უნდა გამოიფინოს დღესდღეობით საცავში მდებარე ნივთები. გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ პატრიარქის მიმართვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მუზეუმი უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობისთვის გადაცემის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 506 6-ს მოსწონს
|