x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
„ვანოს შოუს ჩემი პერსონაჟის შემოყვანამაც ვერ უშველა ხო?!“-ნინო წილოსანი
image„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი იუმორისტული გადაცემის – „ვანოს შოუში“ მისი პროტოტიპი პერსონაჟის როლს, რომელსაც თამუნა ლეკვეიშვილი ასრულებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შოუს რეიტინგს ვერც ამან უშველა.


"ვანოს შოუს ჩემი პერსონაჟის შემოყვანამაც ვერ უშველა ხო?!“ – წერს "ფეისბუქზე"ნინო წილოსანი.

კომენტარებში აშკარად სხვადასხვა რეაქციაა, ზოგს მოსწონს ეს პერფორმანსიმზოგი კი უნიჭობას უწოდებს.




"ძალიან ზუსტი და სწოლი პაროდია იყო, ვანოს შოუ მართლა კვალიფიკაციურად ასრულებს, მაგრამ იმედზე რომ გაბუნიას შოუ არის ის შოუს გარდა ყველაფერია"


"ამ ბოლოს იუმორი ისწავლეთ, აი"

"იქაც ძალიან მომეწონე"


"არადა დარწმუნებული ვარ მოგეწონა"


"ვანოს შოუს რა სჭირს საშველი ნეტავ?"

"ნეტა მაგ ვიტომ მასხარას თუ ვინმე უყურებს"

"თამუნას პრეზიდენტის პაროდია უკეთ გამოსდის, მაგრამ ამასაც არაუშავდა.სხვათაშორის, მე არ ვუყურებ მაგ შოუს და თქვენი პაროდიით დავინტერესდი და ვუყურე, ასე რომ გაამართლა."


"ნიი, მომეწონა თქვენი გამოსვლა ვანოსთან"


"ძალიან მომეშალა ნერვები. ვინ ვინ და ვის? უთავმოყვარეო მასხარები"


"მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა"-წერენ კომენტარებში.


ვიდეოში ვანო ჯავახიშვილი კითხვებს უსვამს "ნინო წილოსანს"(თამუნა ლეკვეიშვილს) ის კი სიმღერით პასუხობს, მელოდიად გამოყენებულია იტალიელი კომპოზიტორის ჯანი ფერიოს 1972 წლის ცნობილი ჰიტი "Parole parole", რომელიც ჯერ მინამ და ალბერტო ლუპომ შეასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ფრანგულ ენაზე შეასრულეს დალიდამ და ალენ დელონმა.


0
315
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0