x
მეტი
  • 12.11.2024
  • სტატია:138206
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511952
ორი წელი გავიდა გუდაურის ტრაგედიიდან(ვიდეო)
image

2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში ჩავარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.


ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა, ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს:



მფრინავი - ზაზა ლორია; მფრინავი - დიმიტრი ქააძე; მფრინავი - ლევან ჩოხელი; მფრინავი - ანდრო ქუჯოშვილი; მაშველი - კახა ტორჩინავა; მაშველი - გიორგი მარგიანი; ექიმი - ქეთევან გულაღაშვილი; ექიმი - გიორგი ვენეცკი

ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა.


„გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რა დროსაც 8 ადამიანი - მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.

2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, - წერია გავრცელებულ სიტუაციაში.





0
36
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0