კახეთი სოფელ კაბალიდან გატაცებული გოგონა იპოვეს+ვრცელდება გატაცების ვიდეოკადრები 30 ივლისი, 10:57
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო, გუნელ გასანოვა იპოვეს. ამ წუთებში ის თელავის სამმართველოში იმყოფება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მანამდე, კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი საკუთარ ავტომობილთან იმყოფებოდა ბებიასთან ერთად, როდესაც ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, გოგონა გააფთრეულ წინააღმდეგობას უწევდა, ეხმარებოდა ბებიაც, მაგრამ მას ხელი ჰკრეს. “არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, ცოცხალია თუ არა. რა მდგომარეობაშია... ჩემი შვილი მანქანას აპარკინგებდა, როდესაც ბიჭი მიუახლოვდა. ამბობენ, რომ სულ 4 კაცი იყო. იქვე იდგა "მერსედესიც", სადაც ჩატენეს. გოგო მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს. მანქანას ოჯახმა მიაკვლია, რომელიც ცარიელი იდგა ერთ -ერთ ეზოში, ადგილობრივებმა არაფერი იციან. მთელი ღამე ვიკითხებოდით“, - აცხადებს გატაცებულის მამა. გოგოს ოჯახი ამბობდა, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს. "ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა პაპასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი "მერსედესის" მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ", - ყვებოდა დღეს გოგოს მამა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 371 3-ს მოსწონს
|