x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
სოფელ კაბალიდან გატაცებული გოგონა იპოვეს+ვრცელდება გატაცების ვიდეოკადრები
image

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო, გუნელ გასანოვა იპოვეს. ამ წუთებში ის თელავის სამმართველოში იმყოფება.



დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


მანამდე, კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი საკუთარ ავტომობილთან იმყოფებოდა ბებიასთან ერთად, როდესაც ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, გოგონა გააფთრეულ წინააღმდეგობას უწევდა, ეხმარებოდა ბებიაც, მაგრამ მას ხელი ჰკრეს.



“არ ვიცი, სად არის ჩემი შვი­ლი, ცო­ცხა­ლია თუ არა. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია... ჩემი შვი­ლი მან­ქა­ნას აპარ­კინ­გებ­და, რო­დე­საც ბიჭი მი­უ­ახ­ლოვ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სულ 4 კაცი იყო. იქვე იდგა "მერ­სე­დე­სიც", სა­დაც ჩა­ტე­ნეს. გოგო მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს, ბე­ბი­ას ურტყეს. მან­ქა­ნას ოჯახ­მა მი­აკ­ვლია, რო­მე­ლიც ცა­რი­ე­ლი იდგა ერთ -ერთ ეზო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა არა­ფე­რი იცი­ან. მთე­ლი ღამე ვი­კი­თხე­ბო­დით“, - აცხა­დებს გა­ტა­ცე­ბუ­ლის მამა.


გოგოს ოჯახი ამბობდა, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.

"ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა პაპასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი "მერსედესის" მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ", - ყვებოდა დღეს გოგოს მამა.



საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

0
372
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0