x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბოროტი ჩერჩეტი ხარ – ჟურნალისტად მომუშავე"- წულუკიანი მეტრეველს

image


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტს ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გამოთიშვასთან დაკავშირებით პირად გვერდზე აზიარებს და მას ჟურნალისტად მომუშავე ბოროტ ჩერჩერტს უწოდებს:


"შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გათიშვას გავარდნა ტერმინით რომ აღნიშნავს ადამიანი და თავს გაიშიფრავ, რომ გაგიხარდა, ბოროტი ჩერჩეტი ხარ – ჟურნალისტად მომუშავე. გინდა მოწყენილი სახე დაახატე პოსტს და გინდა არა. შავდათუაშვილის შრომის ერთი მეასედი რომ არ გაგიკეთებია ვითომ ჟურნალისტს ცხოვრებაში და აგდებით საუბრობ, იმან ოცნებაზე რაღა უნდა თქვა ჭკვიანური. ვაი და, ჩვენი ყურება მოუწიოს ნოემბრიდან, მერე რა ეშველება ამ გუშინძალითგამომცხვარ ვითომ ევროპიელს?! ჯაან დაწინაურებულია ცხოვრებაში – მხარეა თუ ყოფილი ჟურნალისტი, ჯერ ამის გარკვევითაა დაკავებული."- წერს წულუკიანი.


ცნობისთვის, მერაბ მეტრეველი ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გამოთიშვას ამ სტატუსით გამოეხმაურა, რამაც კულტურის მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია.


image


შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი პირველივე წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.






0
445
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
445