x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
დანტე ალიგიერი "ღვთაებრივი კომედია"
დანტე ალიგიერი

დანტე ალიგიერი (1265-1321) ფლორენციელი პოეტი, მწერალი და პოლიტიკოსი იყო. ანტიკური ლიტერატურით ის პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული. აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გამო ბევრი მტერი გაიჩინა, რაც გახდა კიდეც მისი ფლორენციიდან გაძევების მთავარი წინაპირობა. სწორედ პოლიტიკური ამბიციების გამო მან ცოლად შეირთო ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელის მანეტო დონატის ქალიშვილი ჯემა, რომელიც მაშინ 12 წლის იყო. დანტეს ის არასდროს ყვარებია. მისი სიყვარული ბეატრიჩე გახლდათ, რომელიც მან პირველად ცხრა წლის ასაკში ნახა წითელი კაბით შემოსილი და მაგის მერე მთელი ცხოვრება ამ გრძნობით იყო მოჯადოებული. ბეატრიჩე სხვა მამაკაცს გაჰყვა ცოლად. 1290 წელს დანტეს მუზა 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს დიდი ტრაგედია აღმოჩნდა დანტესთვის. დარდმა, პლატონურმა სიყვარულმა და უვადო გრძნობამ პოეტს მისცა ძალა და შთაგონება დაეწერა "ღვთაებრივი კომედია".

ნაწარმოებს თავდაპირველად არც ღვთაებრივი და არც კომედია რქმევია. საქმე ისაა, რომ იმ დროს ნაწარმოები, რომელიც იწყებოდა ცუდად და მთავრდებოდა კარგად და იტალიურად იყო დაწერილი კომედია ეწოდებოდა. ღვთაებრი კი დანტეთი აღფრთოვანებული ბოკაჩოს სახელს ეკუთვნის. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გენიალურ რომაელ პოეტ ვერგილიუსთან ერთად ჯოჯოხეთში მოგზაურობა. ჯოჯოხეთის კარიბჭესთან მდგარს შეხვდება ჰადესის სამთავა ძაღლის - ცერბერუსის გადაკეთებული ვერსია, კერძოდ: ლეოპარდი, ლომი და მგელი. თავისთავად, სამივე რაღაცას ნიშნავს: ლეოპარდი ავხორცობას, ლომი მრისხანებას და მგელი ანგარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სამივე მომაკვდინებელი ცოდვა მას ჩადენილი აქვს და ეს ცოდვები თავს ახსენებენ დანტეს.

დანტემ შექმნა ცხრასართულიანი ჯოჯოხეთის გეგმა. სართულები რაც უფრო დაბლა ჩადის უფრო ვიწროვდება, ანუ ეს არის სართულოვანი სისტემა პირიქით. პირველ სართულზე ქრისტემდელი ადამიანები და მოუნათლავი ჩვილი ბავშვები იმყოფებიან. ეს წრე არ ისჯება, რადგანაც მათი ცოდვა მათი ბრალი არაა. სატანჯველი წრე მეორედან იწყება. აქ ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ავხორცობის ცოდვა აქვთ ჩადენილი. მესამეზე ღორმუცელები იმყოფებიან. შემდეგ მოდის საშინელი წრე სიმდიდრის, სიუხვის, სიძუნწისა და მფლანგველობის, რომელსაც მოყვება მრისხანების წრე. მეექვსე წრეში ერეტიკოსები ისჯებიან. მეშვიდე წრეში სასტიკი ადამიანები და თვითმკვლელები ხვდებიან. დანტეს აზრით ყველაზე დიდი ცოდვა სიცრუეა. ამ ცოდვას მან ბოლო ორი წრე დაუთმო: მერვეზე უბრალო მატყუარები და მეცხრეზე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს ატყუებენ და ღალატობენ. ამიტომაც განამწესა დანტემ იუდა ისკარიოტელი, ბრუტუსი და ლონგინიუსი მეცხრე წრეში. დანტეს აზრით იესოსა და იულიუს კეისრის მკვლელობა ერთმანეთის მსგავისა და ორივეს ერთმანეთის ტოლად მიიჩნევს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ავხორცობა ბევრად უფრო მსუბუქად ისჯება ალიგიერთან. ეს გახლავთ უმშვენიერსი და უუნიკალურესი ხედვა სიყვარულისადმი ბნელ შუა საუკუნეებში. სიყვარულისთვის ყველაფერი შეიძლება.


სამოთხეში ისე ვერ მოვხვდებით თუ ჯოჯოხეთს არ გავივლით, ამიტომაც სიმბოლურია ის ფაქტი, რომ სამოთხემდე ჯოჯოხეთს ვხვდებით ამ პოემაში.

სამოთხეში დანტე ბეატრიჩესთან ერთად მოგზაურობს. სამოთხე ანგელოზების სამშობლოა და ბეატრიჩეც ანგელოზია ალიგიერისთვის.

ჩვენ, მკითხველებმა, კინოს მოყვარულებმა, ფილოსოფოსებმა და ა.შ. უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ბეატრიჩეს, რადგან, რომ არა ის ჩვენ არ გვეყოლებოდა უდიდესი გენიოსი დანტეს სახით. როგორც ჰიუგო იტყოდა: "ქალები აძლევენ მამაკაცებს ძალას შექმნან შედევრი". "ღვთაებრივი კომედია" ადამიანს შიშს უჩენს საკუთარი ცოდვების მიმართ, მაგრამ ასწავლის ზოგიერთი ცოდვის აუცილებლობას და მათ სიყვარულს, რადგან ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელია. დედამიწა არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, ამიტომაც კაცი აქ ნახევრად ღმერთი და ნახევრად ანგელოზია. "ღვთაებრივი კომედია" ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდ წიგნად ითვლება. "ენეიდას" შემდეგ ეს პოემა სასწაულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სიამაყე, ჩვენი "ვეფხისტყაოსანი"...ჯოჯოხეთის გეგმა/ ბოტიჩელი 1480-1490დანტე ჯოჯოხეთის კარიბჭესთანimageდანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთშიimage












0
65
3-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ბულია
ზაზა ბულია
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0