x
მეტი
  • 09.09.2024
  • სტატია:136937
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511127
"ეს ნა#ირალა ნაცმოძრაობის მთავრობაში მინისტრის მოადგილე იყო, ახლა ოლიგარქის მსახურია"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას მიერ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ დროს იხსენებს როდესაც ის წინა მთავრობის დროს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა:


"ეს ნაძირალა ნაცმოძრაობის მთავრობაში მინისტრის მოადგილე იყო, უფრო ადრე შევარდნაძესთან საკუთარი დედის დამარბეველი და ახლა პირდაპირ პუტინისგან გამოგზავნილი ოლიგარქის მსახურია. აი ვის ხელში იყო საწყალი ზვიადი და უბედური საქართველოც. აი რატომ დავიშალეთ და დავიქეცით ისე რომ როდის აღვდგებით არავინ იცის."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.


"როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში", – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია. მისივე თქმით, სრულიად არ გაჰკვირვებია ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა რომ დაგეგმეს. მანვე აღნიშნა, რომ ვერ ეღირსებიან ამ მიზნის მიღწევას და ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ.






0
367
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
367