შოუბიზნესი ვის უფრო ლამაზი ... აქვს? - ვარსკვლავები თამამ საცურაო კოსტიუმებში 2 აგვისტო, 11:24 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ, ისინი ათასობით თანხას ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისე არ დამთბარა, რომ ზღვის სეზონი და ღია აუზები გახსნილად გამოცხადდეს, ცნობილ ვარსკვლავებს სულაც არ სჭირდებათ რუჯისა და ზღვისგან მიღებული სიამოვნებისთვის ზაფხული. ისინი დროდადრო დადიან თბილ ქვეყნებსა და კუნძულებზე დასასვენებლად და შედეგად, გულშემატკივრებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე ცხელ-ცხელი ფოტოებით ანებივრებენ. სოც-ქსელების მომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ, ვის უფრო ლამაზი საცურაო კოსტიუმი, უკანალი, ფიგურა თუ ფოტო აქვს. ვარსკვლავები თამამ საცურაო კოსტიუმებში1. ბელა ჰადიდი. 2. იგი აზალია. 3. პერიზ ჰილტონი. 4. ნიკა ბელოცერკოვსკაია. 5. ქენდის სვეინპული. 6. ელენა კრიგინა. 7. ნინა აგდალი. 8. ანა სედოკოვა. 9. ამბერ ჰარდი. 10. მილანა კოროლევა. 649 3-ს მოსწონს
|