საზოგადოება იცით, საიდან გაჩნდა გამოთქმა „ოლიმპიური სიმშვიდე“? 29 ივლისი, 10:03 როდესაც ამბობენ „ოლიმპიური სიმშვიდე“, გულისხმობენ აბსოლუტურ სიმშვიდეს. ხშირად ამ გამოთქმას ოლიმპიურ თამაშებს უკავშირებენ და თვლიან, რომ აღწერს თავდაჯერებულ ოლიმპიელ სპორტსმენებს. ასე არ არის, ამ გამოთქმას ოლიმპიადასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
გამოთქმა „ოლიმპიური სიმშვიდე“ გაჩნდა ძველ დროში. ალბათ, გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პირველ ოლიმპიურ თამაშებამდე. ეს უკავშირდება არა შეჯიბრებას, არამედ ოლიმპოს მთას, რომელიც მდებარეობს თესალიის რეგიონში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. ბერძნებს სჯეროდათ, რომ ამ მთის წვერზე ღმერთები ცხოვრობდნენ. ჰომეროსი „ოდისეაში“ წერდა, რომ „ოლიმპის სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, ასევე იქ არ მოდის არც წვიმა და არც თოვლი, თუმცა ჰაერი საოცრად წმინდა და უღრუბლოა“. აქ ყოველთვის არის უღრუბლო ცა, რომელზედაც დღისით მზე ანათებს და ღამით მთვარე ამშვენებს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მითია, ბერძნებისთვის წმინდა მთა სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. სოფოკლემ, არისტოტელემ და ვერგილიუსმა ოლიმპოს ცნება უფრო ფართო გაგებით გამოიყენეს. ამტკიცებდნენ, რომ ეს არ არის ერთგვარი მოკრძალებული ფართობის მწვერვალი, არამედ ცის კამარა, სადაც ცის მკვიდრნი ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, ბერძნები ღმერთებს „ოლიმპიელებს“ უწოდებდნენ. ისინი, როგორც ღმერთებს შეეფერებათ, ყოველთვის ინარჩუნებდნენ დიდებულ საზეიმო იერსახეს და წარმოუდგენელ სიმშვიდეს. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ზეციურ მკვიდრთა შორის სიმშვიდე ძალიან ფარდობითი იყო. ვინც ბერძნულ მითოლოგიას იცნობს, კარგად ახსოვს, რას აკეთებდნენ ოლიმპოს ღმერთები. ერთმანეთს ფანდებს უწყობდნენ, ღალატობდნენ მეუღლეებს სხვა ღმერთებთან, ადამიანებთან და ცხოველებთანაც, ძალადობდნენ გასართობად ან ინტრიგების შესანარჩუნებლად, ხოცავდნენ არასასურველ ადამიანებს და ზოგჯერ ჭამდნენ კიდეც. მოკლედ, სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ და სულაც არ ჩანს მშვიდი. ასევე დაგაინტერესებთ: იაპონური ხელოვნება შინრინ-იოკუ ან როგორ ვისეირნოთ სწორად ტყეში იცით, რატომ გვირჩევდა კონფუცი, რომ არავის არაფერი ვუთხრათ საკუთარ თავზე? რას ნიშნავს სიტყვა "აბრაკადაბრა" და რატომ ვიყენებთ მას არასწორად? წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს? იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე? 430 შეფასება არ არის |