x
ლევან ბერძენიშვილი "ლიტერატურული წახნაგები - რუსთაველიდან ნიცშემდე"

ლევან ბერძენიშვილის "ლიტერატურული წახნაგები -რუსთაველიდან ნიცშემდე"არის მსოფლიო ლიტერატურის გზამკვლევი, რომელიც ყველა მკითხველმა, განსაკუთრებით დამწყებებმა უნდა წაიკითხონ. ეს წიგნი წარმოადგენს ტრილოგიის მესამე ნაწილს და მოქცეულია "ლიტერატურული წახნაგები - გილგამეშიდან ენეასამდესა" და "ლიტერატურული წახნაგები - დოსტოევსკიდან ბორხესამდეს" შორის.

მასში შევხვდებით ყველა დროის უდიდეს გენიოსებს: რუსთაველი, დანტე, ფრანსუა ვიიონი, ფრანსუა რაბლე, მიგელ დე სერვანტესი, შექსპირი, ფრანგული ტრიო - მოლიერი, რასინი, კორნელი; იმანუელ კანტი, გოეთე, სტენდალი, ჰიუგო და სხვა. წიგნი დაგეხმარებათ სხვა მხრიდან დაინახოთ თქვენი საყვარელი მწერლები და გაიგოთ მათი მთავარი სათქმელი. ნაწარმოებების ანალიზთან ერთად შეხვდებით საინტერესო ფაქტებსაც, რაც უფრო სახალისოს ხდის კითხვის პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უაღრესად საგანმანათლებლო წიგნი, რომელიც ადამიანზე უზარმაზარ კვალს ტოვებს. დადებითად იცვლება ადმიანის შეხედულება კითხვის მიმართ და თუნდაც არ გიყვარდეთ წიგნების კითხვა, დარწმუნებული ვარ ეს წიგნი შეგაყვარებთ და გაიძულებთ "უმწიფრობიდან" გამოსვლას.

ლევან ბერძენიშვილმა ამ წიგნით ფასდაუდებელი საგანძური მოგვცა მკითხველებს, ჩვენ ხშირად გვიწევს ერთი და იგივე წიგნების რამდენიმეჯერ გადაკითხვა და საათების, დღეების, კვირების განმავლობაში ფიქრი იმაზე, თუ რისი თქმა სურდა ავტორს. ბერძენიშვილის დახმარებით კი შეგვიძლია სწრაფად და ზუსტად დავეუფლოთ ამ ცოდნას.ლევან ბერძენიშვილი

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ბულია
ზაზა ბულია
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0