x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უნიკალური ზოოპარკი, სადაც გალიებში ცხოველების ნაცვლად ადამიანები სხედან
image


ჩინური ზოოპარკის - "Lehe Ledu Wildlife Zoo"-ის გალიებში გაგიკვირდებათ და ცხოველების ნაცვლად ადამიანები სხედან! მეტიც, ასეთი სიამოვნებისთვის მნახველები მზად არიან სოლიდური თანხაც კი გადაიხადონ, რადგან მათ ხომ მტაცებლების ძალიან ახლოდან ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. ჩუნცინის ზოოპარკში დამთვალიერებლებს ლომებისა და დათვების გარდა, ასევე ბენგალური და თეთრი ვეფხვების ნახვაც შეუძლიათ.


imageimage

ზოოპარკის ვიზიტორებს სპეციალურ სატვირთო მანქანებში ათავსებენ, რომლებიც ერთი შეხედვით გალიებს მოგაგონებთ, ასე იწყება ზოოპარკის ტერიტორიაზე დაუსრულებული მოგზაურობა... ცხოველების ყურადღების მისაქცევად ზოოპარკის ადმინსიტრაცია უმი ხორცის უზარმაზარ ნაჭრებსა და ცოცხალ ქათმებს პირდაპირ ზედ სატვირთო მანქანებზე ამაგრებენ.


imageimage


ზოოპარკი დამთავლიერებლებს სახიფათო მტაცებლების ახლოდან ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე ცხოველების დათვალიერება ასევე ავტობუსითაც შესაძლებელია.


imageimage


დაწესებულების თანამშრომლები დამთვალიერებლებს ცხოველების ახლოდან ნახვის შესაძლებლობას ყოველგვარი აკრძალვების გარეშე აძლევენ, თუმცა თითების გალიიდან გამოყოფა რაღა თქმა უნდა, იკრძალება...


imageimage


ისე, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ალბათ, უკეთესი იქნებოდა გალიის სახურავი გადახურული რომ ყოფილიყო. აღნიშნული ზოოპარკი ტურისტებში, ისევე როგორც თავად ჩინელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც იქ მოხევდრა თითქმის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.


imageimage


რა თქმა უნდა, ეს კონტაქტური ზოოპარკი არ გახლავთ, თუმცა ნებისმიერ მსურველს ის მტაცებლებთან პირისპირ შეხვედრის საუკეთესო შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს.


imageimageimageimageimage







0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
230