x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"ჰკითხეთ ჟურნალისტებმა გვარამიას, ტრამპი აღარაა რუსული პროექტი?"-რა ვიდეოს ავრცელებს ამირან სალუქვაძე
image

ბრიგადის გენერალი, სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე საარქივო ვიდეოს ავრცელებს სოციალურ ქსელში, სადაც ნიკა გვარამია ინტერვიუს იღებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან და ასეთ მინაწერს ურთავს:


"ქაჯები. ტრამპი თურმე ბიძინამ დააფინანსა, როცა პრეზიდენტი გახდა, და 4 წელი ამერიკას რუსული პროექტი მართავდაო.

თვითონ სჯერათ, თუ მარტო ჩვენ გვაბოლებენ?


სააკაშვილი განაწყენებული იყო. ტრამპმა მოსაწვევი არ მისცა, ბუჩქებიდან უყურა რუსეთის პროექტის ინაუგურაციას.

ახლა ტრამპთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

ჰკითხეთ ჟურნალისტებმა გვარამიას, ტრამპი აღარაა რუსული პროექტი?

ბოკუჩავა რუსეთის პროექტის ყრილობაზე იყო ჩასული?"

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ათიოდე დღის წინ ინტერვიუ მისცა ეკა კვესიტაძეს "მთავარ არხზე", სადაც პარტია „ახლის“ ლიდერს ნიკა გვარამიას კარდინალურად აქვს შეცვლილი რიტორიკა და რუსეთის მიმართებაში სულ სხვაგვარად საუბრობს:



„არის ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული, საჭირო და თავსებადი ჩვენს ევროინტეგრაციულ პროცესებთან? იყოს ფრენები. ის, რომ ისტერიული დამოკიდებულება გვქონდეს, რომ არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, არც ერთი რუსი არ შემოუშვათ და ასე შემდეგ - ეს ისტერიული დამოკიდებულება არ არის არა მარტო პროპაგანდისტულად რუსეთთან დამოკიდებულებაში გამართლებული, არ არის ზოგადად ის ამოცანა, რომლის დაკვეთასაც გვაძლევენ ქართველები. თუ გვაძლევენ ამ დაკვეთას, მაშინ ჩვენ გავყვებით ამ დაკვეთას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ტელეეთერში.


იაგო ხვიჩია ირონიულად გამოეხმაურა გვარამიას ამ განცხადებას:



„როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ, პოლიტიკოსი ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი.

მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ რადიკალები და ვაჭრობა არასდროს დაგვიშლია ქართველი ხალხისთვის. პირიქით, ვამბობდით, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ არ იყოს თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, მთელ სამყაროს რომ გადაიმტერებ და შენ თვითონ არ იცი რატომ, მე ამას პრაგმატულად ვერ ჩავთვლი. ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ

2
282
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
როცა ეტყვი ამას(ჩინეთისკენ სვლას),მერე ადგებიან და რუსეთთან ჩინეთის თანამშრომლობაზე საუბრობენ,მათ დახმარებაზე.სინამდვილეში,თუ დებილი არ ხარ ადამიანი რატომ უნდა გჯეროდეს იმის რო ჩინეთი რუსეთის მეგობარია,პირიქით,ჩინეთი რუსეთის მტერი ქვეყანა არის. უბრალოდ,ეხმარება რუსეთს დასავლეთთან ომში,რათა ორივე მხარე გამოიფიტოს და ერთმანეთი დაასუსტოს. ლოგიკური აზროვნების უნარი სულ დაკარგული აქვთ ე.წ. ახალგაზრდობას და ოპო ცალფაზიან იდიოტებს,ვერ ხდვებიან რო მსოფლიო ომი არის კარს მომდგარი,სადმე კი არა,ჩვენს სამხრეთით და ჩრდილო-დასავლეთით.თუ ძალიან მოვინდომებთ,გაგვსრისავენ და შევუერთდებით გამქრალი ერების სიას. ნეთანიაჰუ იყო ჩასული ამერიკაში,უამრავჯერ შეაწყვეტინეს საუბარი და ტაში დაუკრეს კონგრესში ანუ ბავშვების მკვლელს ტაში დაუკრეს და ეს არის ორმაგი სახე ამერიკის. ამერიკა არის როგორც მსოფლიო,ისე სამოქალაქო ომის ზღვარზე,ერთერთი ექნებათ წლის ბოლოს. ამიტომაც დაუკრეს ტაში ნეთანიაჰუს,რათა ზურგი იგრძნოს და დაარტყას ირანს,რაც მსოფლიო ომი იქნება. სამოქალაქო ომი იმ შეთხვევაში იქნება,თუ ირანი მაქსიმალურად შეეცდება მოთმენას წლის ბოლომდე,რამდენად შეძლებს ეს არ ვიცი,მარა თუ გამარჯვება უნდა,უნდა მოითმინოს.იმას რო თავი დავანებოთ,ამერიკის სახელმწიფო ვალებში იხრჩობა და ამის ჩამოწერის ერთი გზა არსებობს,ომი წარმოება და მორჩა ვალები. ამიტომაც გამოფხიზდლით,ვისაც ჯერ კიდევ შეგრჩათ გრამები თავში და იყავით მშვიდად. თუ ქართველი არ გამოიყენეს,აქ არეულობას ვერ მოაწყობენ.სამწუხაროდ,ძალიან ბევრი ქართველი არის ვისი გამოყენებაც შესაძლებელია და ჩვენივე ხელით წაგვიყვანენ თვითმკვლელობისკენ
ხომ ვამბობდი,ქარმა ჩრდილოეთიდან დაუბერა და იქეთ წავიდა ყველა. ახლა აღარ არის რუსული კანონი ხიხია? საქმე ის არის რო რუსეთისკენ არავინ მიდის,საიდან მოგაქვთ მსგავსი სისულელები. მსოფლიო ომი მიმდინარეობს უკრაინაში(ლოკალურად) და ჩვენ მხარეს არ ვირჩევთ,ეს არ არის რუსეთისკენ წასვლა,ეს სწორი გადაწყვეტტილებაა. რა გგონიათ,ამერიკა რუსეთის გამო არის გამწარებული,რუსეთთან თანამშრომლობდა წლები და ერთად აქცევდნენ ქვეყნებს,ამერიკას ჩინეთის ეშინია. ჩვენ იმიტო კი არ გვმტრობენ რო რუსეთისკენ მივდივართ,ჩინეთისკენ ნაბიჯების გადადგმა და პორტის მშენებლობა აგიჟებთ. იმას ხო არ იტყვიან,ჩინეთმა ოკუპაცია მოახდინა საქართველოს მიწებისო ან ემბარგო მოგიწყოთო,ამიტომაც ახსენებენ რუსეთს,რათა ხალხი წამოიკიდონ.ამ ცოფიან ძაღლებს მეტი რა უნდათ,გადაუგდებენ და გჟდებიან,დუჟ მორეული კივიან და წივიან.
0 1 2