ფოტოგრაფია რომ გაიგოთ, რა არის ამ ფოტოებზე, კარგად უნდა დააკვირდეთ 29 ივლისი, 13:24 ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებზე, ერთი შეხედვით, უცნაური და არაორდინალური ფაქტებია ასახული. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, მაშინვე მიხვდებით, რომ მათზე, არც არაორდინალური და არც განსაკუთრებული მოვლენა არ არის ასახული. მაგ. პირველ ფოტოზე, გოგონას ფეხებზე კატა წევს... უმრავლესობამ კი, ალბათ, სულ სხვა რამე წარმოიდგინა. 1. მოგეჩვენათ... 2. ახალი ამბები გადაცემის წამყვანმა მეტად შეუფერებელი სვიტერი ჩაიცვა, რის გამოც, მისი სხეული ბევრად უფრო პატარა ჩანს, ვიდრე უნდა იყო. 3. ძაღლ–კაცი ძაღლს და მის პატრონს დივანზე ჩაეძინათ... და ვიღაცას, ამ კადრის გადაღების საშუალება მიეცა. 4. კენტავრი ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არარსებული არსებაა! სინამდვილეში, ეს მხოლოდ გოგონაა, რომელიც თავის ძაღლს ეყრდნობა. 5. "მონსტრი" შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ძაღლს ზედა ყბაზე ბევრი კბილი აქვს. მაგრამ, სინამდვილეში, ამ ილუზიას ღობე ქმნის, უკანა ფონზე. 6. "დრაკონის თავი" ეს შედევრი, თავად ბუნებამ შექმნა. მართალია ის მხოლოდ ხის ქერქია, მაგრამ ჩვენს წარმოსახვაში არსებულ, მითიურ ცხოველს ძალიან ჰგავს... 7. თეთრი "დათვი" ეს საყვარელი არსება, სინამდვილეში ძაღლია. მაგრამ სველი, დათვს უფრო ჰგავს. 8. ოთხი ფეხი აქ უჩვეულო არაფერია – უბრალოდ, მეორე გოგონას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ხოლო პირველი მას ეყრდნობა და ამ ილუზიას ქმნის. 9. ფოთოლი ულვაშიანი ფოთოლი გინახავთ? – როგორც ხედავთ, ასეთიც არსებობს... ბუნება ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტს და საკუთარი ქმნილებებით გვახალისებს. 10. ამოფრქვევა? ეს ერთი ჩვეულებრივი გამთენიის ფოტოა, რომელიც ვულკანის ამოფრქვევას ძალიან ჰგავს – თითქოს მთიდან ცხელი ლავა იღვრება. 11. კატა–ძაღლი ამ ძაღლის სულში თეთრი, ფუმფულა კნუტი ბინადრობს... და ეს ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. 12. ვერტმფრენი ღრუბლები, ხან და ხან, მეტად უცნაურ ფიგურებს ქმნიან... ამჯერად – ღრუბელი ვერტმფრენად გადაიქცა. 13. სირაქლემას კვერცხია? სინამდვილეში, მამაკაცს პარკით კომბოსტო მიაქვს. 14. ხვლიკი ყინულის, თუ თოვლის ნაშთი მთაზე, უზარმაზარ ხვლიკს წააგავს, რომელიც მთის მწვერვალზე მიცოცავს. 15. პუდელი ამ გოგონას სინამდვილეში, ერთი კი არა, ორი ძაღლი ჰყავს – ერთი ჩანთით მიჰყავს, მეორე გვერდით მიჰყვება. არხის სხვა სიახლეები:* რა დაემართათ ადოლფ ჰიტლერის შვილებს?* ამის შესახებ, ოფიციალური მეცნიერება, დელიკატურად დუმს!!! – ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო* 2 იაპონური დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ490 2-ს მოსწონს
|