x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კინოსცენები, რომლებსაც მსახიობები დიდი სიამოვნებით სამუდამოდ დაივიწყებდნენ

image


თავადაც მოგეხსენებათ კინოინდუსტრიაში კონკურენციის დონე რამდენად მაღალია, ამიტომ მსახიობებს შორის ცოტა ვინმე თუ ბედავს ისეთ ფილმებში მონაწილეობაზე უარის თქმას, სადაც თამაში წარმატების ერთგვარ გარანტად ითვლება. მსახიობები დიდებისთვის და პოპულარობისთვის ყველაფერზე მიდიან, და ხშირად პიკანტურ სცენებში მონაწილეობაზეც არ ამბობენ უარს, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად ქალ მსახიობებზე აისახება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდის იმ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებიც საკულტო ფილმებში თამაშს დღემდე ნანობენ.



ტეილორ ლოტნერი - ჯეიკობ ბლექის როლში ფილმ "ბინდში"


image


ამერიკელმა მსახიობმა ტეილორ ლოტნერმა ჯეიკობ ბლექის იმიჯს თავი დიდი ხანი ვერ დააღწია. მსახიობი სეროზულ როლებზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა, მეტიც, ლოტნერმა ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ სურდა საზოგადოებას მისი ჯეიკობ ბლექისთან იდენტიფიცირება აღარასდროს მოეხდინა.




ჯენიფერ ლოურენსმა ფილმ "მგზავრების" საწოლის სცენებში მონაწილეობის გამო ძალიან ინანა


image


ლოურენსს ფილმ "მგზავრების" ინტიმურ სცენებში თამაშიდან პრაქტიკულად არაფერი ახსოვს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი გადაღების დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, რათა საკუთარი პარტნიორის კრის პრატისადმი (მოგეხსენებათ, მსახიობი იმ პერიოდში დაოჯახებული გახლდათ) არსებული დანაშაულის გრძნობა როგორმე დაეთრგუნა. გარდა ამისა, ჯენიფერ ლოურენსი მსგავსს სცენებში პირველად მონაწილეობდა, რაც მას თამაშისას კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა.




საკუთარი კოლეგის მსგავსად ქეით უინსლეტიც ფილმ "ტიტანიკის" ყველაზე პოპულარულ სცენაში მონაწილეობას დღემდე ნანობს


image


საუბარია სცენაზე სადაც შიშველი როუზი ჯეკისთვის პოზირებს, "ოსკაროსან" მსახიობს ასეთი პოპულარობა დღეს უკვე ძალიან აღიზიანებს, ვინაიდან ის ახლა სამი შვილის დედაა, რომელსაც არ სურს მისმა შვილებმა მისი შიშველი ფოტოები იხილონ.




მომხიბვლელმა ევა მენდესმა იმ კადრის გამო ძალიან ინანა, სადაც მან "ერთხელ მექსიკაში" ჯონი დეპს აკოცა


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დამბაჩის ქვეშ ამბორი ლამაზმანს მეტისმეტად ხანმოკლე მოეჩვენა.




შერონ სტოუნი ფილმ "ძირითად ინსტიქტში" მონაწილეობას დღემდე ნანობს


image



მსახიობს საკულტო თრილერ "ძირითად ინსტინქტში" მწერალ ქეთრინ ტრამელის როლი ერგო, რომელსაც კაცებით მანიპულირება ისევე შეეძლო, როგორც მეთოჯინეს თავისი თოჯინებით. ყველასთვის კარგად ნაცნობ დაკითხვის სცენაში, "საბედისწერო" ქეთრინი აკეთებდა ყველაფერს, რათა დეტექტივები მიმხვდარიყვნენ - რომ მას საცვლები არ ეცვა. ფილმის რეჟისორმა, პოლ ვერჰოვენმა მსახიობი დაარწმუნა, რომ მას კადრში "ზედმეტი" არაფერი გამოუჩნდებოდა, თუმცა რეჟისორმა ის უბრალოდ "გააცურა". ფილმის უკვე დამონტაჟებული ვერსიის ყურებისას შერონმა თავისი სკანდალური კადრის ნახვისას ნამდვილი შოკი მიიღო, ბრაზმორეულმა მან რეჟისორს სახეში სილაც კი გააწნა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სცენამ მოუტანა ჰოლივუდის ვარსკვლავს ნამდვილი მსოფლიო აღიარება.




ფილმ "გრეის ორმოცდაათი ელფერის" მთავარმა გმირებმა გაფორმებული კონტრაქტის გამო ძალიან ინანეს


image


ამ ცნობილმა ამერიკულმა ეროტიკულმა დრამამ სინანული და უხერხულობა ყველა მსახიობში გამოიწვია. როგორც მთავარი როლის შემსრულებლებმა მოგვიანებით აღიარეს, ყველაფერი რაც გადასაღებ მოედანზე ხდებოდა მათთვის დისკომფორტისა და სირცხვილის განცდასთან იყო დაკავშირებული. მსახიობების თქმით, პიკანტური სცენების გადაღებისას პავილიონში საოცარი სიცხე და უჰაერობა იყო, რაც მათ თამაშს კიდევ უფრო ართულებდა.





0
285
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
285