x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138406
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ნუ შეგეშინდებათ საკუთარი სურვილების! ნუ შეგრცხვებათ....."- რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


ტელეწამყვანი და შოუმენი ნიკა ქავთარაძე, როგორც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭეშმარიტი და გულმხურვალე გულშემატკივარი სოციალურ ქსლეში თავის "დიდ" სიყვარულთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"თითქმის 2 თვეა ხან წვერი მქონდა, ხან ბლანჟე, მერე უცნაური ულვაში, ბოლო 3-4 დღე პატარა ულვაშუკა. რამდენიმე წუთის წინ, დავემშვიდობე ჭაღარების ბოლო ვარიაციას და გავხდი ისეთი, როგორიც ვარ ბოლო 20 წელია. ამაზე ფიქრში, სააბაზანოდან რომ გამოვედი, "ზესტაფონის" კაშნეს შევხედე და 2004 წელი აწერია, კლუბის დაარსების თარიღი, 20 წლიანი ამბავია ისიც.


როცა მეკითხებოდნენ, რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარო, ეგრევე ვპასუხობდი - "ზესტაფონის".


ეცინებოდათ, არა არა, მართლა?


"ზესტაფონის" - ვიმეორებდი ძალიან ბუნებრივად და თავდაჯერებულად.


- ნუ, ეგ კაი (კომპრომისი იგრძნობოდა ხმაში), მაგრამ ევროპული გუნდებიდან?


- ე, ბიჭო, მითუმეტეს "ზესტაფონის"!


საკუთარი, მშობლიური, საყვარელი ქალაქის კარგი გუნდი - რა უნდა იყოს ამაზე მაგარი, რომ ფეხბურთი იგრძნო თავიდან ბოლომდე. ბოლო 20 წელია, ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარია, როგორ შეიძლება სიგიჟემდე გაგიხარდეს გუნდის მოგება, გასკდე ტირილით წაგებისას, გინდოდეს გაუჩერებლად იყვირო 90 წუთი, გეამაყებოდეს მისი ფორმის ჩაცმა, თუ გუნდი შენი ქალაქის არაა. როგორი მაგარი გუნდიც უნდა იყოს, მესებით და რონალდუებით გატენილი, ჩემთვის ეგეთი გუნდის გულშემატკივრობა უფრო კინოა, ვიდრე ფეხბურთი.


ხოდა, მთელი შეგნებული ცხოვრება სხვებისთვის გაუგებარი სურვილები და პრინციპები მქონდა, სხვებისთვია უცნაური გზით დავდიოდი. მაგრამ მთელი ცხოვრება საკუთარ და განუმეორებელ ემოციებს ვპოულობდი, საკუთარი ბედნიერების და თავისუფლების ფორმულა გამომყავდა.


დღემდე ასე ვარ. მსგავსი თავისუფლება გარშემომყოფებს იმდენად ეუცხოებათ, რომ აშინებთ. შიშს სიცილით ფარავენ და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ დაგცინიან. მაგრამ მე მაინც "ზესტაფონი" მირჩევნია "ბარსელონას"!


P.S. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი სურვილების! ნუ შეგრცხვებათ მასიდან გამორჩეულობის. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, რადგან ერთი შანსი გაქვთ და ნუ აქცევთ თქვენს შანსს, სხვის შანსად!❤️"- წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შარფით ყელმოღერებულ საკუთარ ფოტოს ფეისბუქმეგობრებს უზიარებს.


image


0
155
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
155