x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გამოცანები სტანდარტული კითხვებით და არასტანდარტული პასუხებით

image


1. მდინარესთან ორი ადამიანი მივიდა. ორივეს მოპირდაპირე მხარეს უნდოდა გადასვლა. ნაპირთან მხოლოდ ერთი ნავი იდგა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეეძლო. ნავი ერთხელ წავიდა და წამოვიდა, მაგრამ ორივე ადამიანი გადაიყვანა. როგორ?


2. სად შეუძლია ცხენს ცხენზე გადახტომა?


3. შერლოკ ჰოლმსი ქუჩაში მიდიოდა და მიწაზე ქალის გვამი ნახა. ის მასთან მივიდა, მიცვალებულის ჩანთა გახსნა და ტელეფონი ამოიღო და მის მეუღლეს დაურეკა:

– სწრაფად, მოდით, თქვენი მეუღლე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ, ქმარი მოვიდა. მან დახედა გვამს და თქვა:

– ო... საყვარელო რა დაგემართა???

ამის შემდეგ, პოლიციაც მოვიდა.

ჰოლმსმა, პოლიციელს ქმარზე მიუთითა და უთხრა:

– დააპატიმრეთ ეს კაცი. მკვლელი ის არის.

რატომ იფიქრა ჰოლმსმა ასე?


4. ქილა მაგიდაზე ისე იდგა, რომ მისი ერთი ნახევარი მაგიდაზეა, ხოლო მეორე – ჰაერში იყო. ის მაგიდიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვარდა.

რა იყო ქილაში და რატომ ჩამოვარდა, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ?


5. შევიდა კაცი ზღვაში და მოხვდა შტორმში. ზღვამ ის კუნძულზე გარიყა, რომელზეც მხოლოდ გოგონები ცხოვრობდნენ. დილით, მან თოკებით შებოჭილმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ რაღაც რიტუალზე იყო და მას მოკვლას უპირებდნენ. მან ბოლო სიტყვა ითხოვა, რომლის თქმის შემდეგ, გოგონებმა ნავი მისცეს, შიგნით საჭმელ–სასმელი ჩაუწყვეს და სახლში გაუშვეს.

რა თქვა კაცმა?


6. ერთი მატარებელი თბილისიდან ბათუმში მიდის 10 წუთის დაგვიანებით, მეორე – ბათუმიდან თბილისში, 20 წუთის დაგვიანებით.

რომელი მატარებელი იქნება თბილისთან უფრო ახლოს, როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან?


7. ცნობილია, რომ 9 მონეტიდან, ერთი ყალბია და მისი წონა, დანარჩენი მონეტების წონაზე ნაკლებია. როგორ უნდა ამოვიცნოთ ყალბი მონეტა, თეფშებიანი სასწორით, თუ მხოლოდ 2-ჯერ აწონის უფლება გვაქვს?


8. არის ორი ფითილი. თითოეული 1 სთ-ში იწვის. როგორ უნდა განვსაზღვროთ 45 წუთი, ამ ფითილებით და ასანთით?


9. თქვენს წინ 3 ჩამრთველია, ხოლო კედლის მიღმა, 3 ნათურა. შეგიძლიათ ჩამრთველებთან ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება და ოთახში შესვლა. რა უნდა გააკეთოთ, რომ გაიგოთ – რომელი ნათურა – რომელ ჩამრთველს ეკუთვნის?


10. მამა, ორი ვაჟიშვილთან ერთად, ლაშქრობაზე წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, მდინარეს მიადგნენ, რომლის ნაპირზე ტივი იყო. მხოლოდ ორ ვაჟს, ან მამას შეეძლო, მისი მეშვეობით, მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა.

მეორე ნაპირზე როგორ უნდა გადავიდნენ?

imageპასუხები:


1. ისინი სხვადასხვა ნაპირებზე იყვნენ.


2. ჭადრაკში.


3. იმიტომ, რომ ჰოლმსმა მისამართი არ უთხრა.


4. ყინული.


5. ყველაზე შეუხედავმა მომკლას.


6. შეხვედრის მომენტში, ისინი თბილისიდან თანაბრად იქნებიან დაშორებულები.


7. პირველ ჯერზე, უნდა აიწონოს 3-3 მონეტა. ყალბი მონეტა იმ სამეულში იქნება, რომელსაც უფრო ნაკლები წონა ექნება. თუ წონა თანაბარია, ე. ი. ყალბი მონეტა მესამე სამეულშია.

მეორე აწონა: იმ სამეულიდან, რომელშიც ყალბი მონეტაა, ორი მონეტა უნდა აიწონოს. თუ თანაბარი წონა ექნება, ე. ი. ყალბი მონეტა მესამე არის, თუ არა და ის, რომელსაც ნაკლები წონა ექნება.


8. ერთი ფითილი, ორივე ბოლოდან ერთდროულად უნდა ავანთოთ, ხოლო მეორე ფითილი, მხოლოდ ერთი ბოლოდან. ის რომელსაც ორივე ბოლოზე აქვს ალი მოკიდებული, 30 წუთში დაიწვება. ამის შემდეგ, მეორე ფითილი უნდა ავანთოთ მეორე ბოლოდანაც და მივიღებთ კიდევ 15 წუთს.


9. საჭიროა ორი ჩამრთველის ჩართვა. ცოტა ხნის შემდეგ, ერთის გამორთვა და ოთახში შესვლა. ერთი ნათურა ცხელი იქნება, იმის გამო, რომ ის ჩართულია და ანთია, მეორე ცხელი იქნება, რადგან ჩართული იყო და გაცხელდა და მესამე ნათურა ცივი იქნება.


10. ჯერ ორივე შვილი გადავა, შემდეგ, მამის გადასაყვანად, ერთი უკან დაბრუნდება.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინის კეთილი საქმეები და ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ

* ბაბილონი – ლეგენდარული ქალაქი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა იმპერიის აზიურ დედაქალაქად გამოაცხადა

* რომ გაიგოთ, რა არის ამ ფოტოებზე, კარგად უნდა დააკვირდეთ

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0