x
მეტი
  • 08.11.2024
  • სტატია:138137
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511847
საუდის არაბეთში ცხოვრების თავისებურებები, რომლებიც ყველა უცხოელს შოკში აგდებს

image


საუდის არაბეთი - უნიკალური ქვეყანაა, სადაც უძველესი ტრადიციები თანამედროვე რეფორმებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ცხოვრება "შარიათის" მკაცრ კანონებს ექვემდებარება, რომელიც გავლენას ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს - ტანსაცმლიდან დაწყებული სოციალურ ქცევამდე დასრულებული. მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა აქტიურად ვითარდება, ყოველდღიურად ნერგავს ინოვაციებსა და სულ უფრო ფართოდ ხნის საკუთარ კარებს მსოფლიოსთვის. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს საუდის არაბეთზე, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არაფერი იცოდით.


image


ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მიცემა: 2018 წელს საუდის არაბეთმა გააუქმა კანონი, რომელიც ქალებისთვის ავტომობილის მართვას კრძალავდა, შეგახსენებთ, რომ მანამდე ქალებს არ შეეძლოთ მართვის მოწმობის აღება, და იძულებულნი იყვნენ მხოლოდ კაცების იმედად ყოფილიყვნენ.


image


შეზღუდვები საჯარო შეკრებების დროს: საუდის არაბეთი კრძალავს ნებისმიერ საჯარო შეკრებას სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც გულისხმობს პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და მიტინგებს.

image


გენდერული სეგრეგაცია: საჯარო ადგილებში, როგორიცაა რესტორნები და კაფეები, არის სპეციალური ადგილები მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ეს კი სწორედ იმისთვის კეთდება, რათა დაცული იყოს ისლამური მორალის სტანდარტები.


image


დრეს - კოდი ქალებისთვის: ქალებს ქუჩაში გასვლისას აბაიას (გრძელი მოსაცმელი - კაბის) ტარება მოეთხოვებათ, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დრეს-კოდი უცხოელი ქალბატონებისთვის საგრძნობლად შემსუბუქებულია, მათ მაინც მოეთხოვებათ ქვეყანაში ყოფნისას მოკრძალებული სამოსის ტარება.


image


ალკოჰოლის აკრძალვა: საუდის არაბეთში ალკოჰოლის მოხმარება და გაყიდვა აკრძალულია. აღნიშნული კანონის დარღვევა ისჯება სერიოზული ჯარიმითა და თავისუფლების აღკვეთით.


image

სამეფო ოჯახის უფლებები: სამეფო ოჯახის წევრებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი და მნიშვნელოვანი პრივილეგიები, მათ შორის პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური რესურსები.



image

ხუთჯერადი ლოცვა: საუდის არაბეთში მკაცრად იცავენ ხუთჯერად ლოცვას. ლოცვის დაწყების დრო ხმის რეპროდუქტორში ცხადდება, შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაღაზიები დროებით იკეტება.


image


კინოთეატრების აკრძალვა: 2018 წლამდე საუდის არაბეთში კინოთეატრები აკრძალული იყო. ეს აკრძალვა მოიხსნა, და რამდენიმე წელია მათი გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

image

განქორწინება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით: კაცს ცოლთან განქორწინება SMS-ის გაგზავნით შეუძლია, ეს პროცესი მოხერხებულობისთვის გამარტივდა, თუმცა აღნიშნული მეთოდი კრიტიკას დღემდე იწვევს.


image

ვალენტინობის დღის აკრძალვა: საუდის არაბეთში ვალენტინობის დღის აღნიშვნა აკრძალულია, რადგან ის ისლამური ნორმების საწინააღმდეგოდ და მის შეუფერებლად მიიჩნევა.

image


ქვის სახლები ალ - ჰაჯარში: საუდის არაბეთს გააჩნია ქვისგან სახლების აშენების ტრადიცია ალ - ჰაჯარის რეგიონში. ეს სახლები სიგრილეს შიგიდან შესანიშნავად ინარჩუნებენ.

image


საბანკო მომსახურება "შარიათის" მიხედვით: საუდის არაბეთში ფინანსური ინსტიტუტები მუშაობენ ისლამური ბანკინგის პრინციპებით, რაც პროცენტებსა და ყოველგვარ სპეკულაციებს გამორიცხავს.


image


მუსიკალური კონცერტები: ბოლო დრომდე აკრძალული იყო მუსიკალური კონცერტების გამართვა, თუმცა 2018 წლიდან შეზღუდვები შემსუბუქდა, და დღესდღეობით, ქვეყანაში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებები სულ უფრო ხშირად იმართება.


image


აქლემების რბოლა: აქლემებით რბოლა - პოპულარული გასართობი და სპორტის ერთ - ერთი გამორჩეული სახეობაა საუდის არაბეთში, რომლის გამარჯვებულიც როგორც წესი, სერიოზული ფულადი პრიზით ჯილდოვდება.


image


საჯარო სასჯელები: "შარიათის" კანონის თანახმად, ზოგიერთი დანაშაული ისეთი საჯარო სასჯელების გამოყენებას ითვალსიწინებს, როგორიცაა გამათრახება ან ამპუტაცია.

image


ვაჭრობის საათები: სამუშაო კვირა საუდის არაბეთში გრძელდება კვირადან ხუთშაბათამდე, პარასკევი და შაბათი კი დასვენების დღეებია.


image



ინტერნეტ-კონტენტის დაბლოკვა: საუდის არაბეთი მკაცრად აკონტროლებს და ბლოკავს ინტერნეტ - კონტენტს, რომელიც ისლამური ნორმების საწინააღმდეგოდ მიიჩნევა.

image



საუდის არაბეთის ტრადიციული სამზარეულო: ის მოიცავს ისეთ კერძებს, როგორიცაა კაბსა (ბრინჯი ხორცით) და მაჩბუსი (ბრინჯიანი და ხორციანი კერძი), ამ კერძებს ხშირად შეხვდებით დიდ ოჯახურ სადილებზე.


image


ეკონომიკური რეფორმები: საუდის არაბეთი "ხედვა 2030"-ის პროგრამის ფარგლებში მასშტაბურ ეკონომიკურ რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მიზნად ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს.







0
190
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
190