x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
მისაღები ოთახის ინტერიერის 6 ვარიანტი, შექმნილი პლანეტის ულამაზესი ადგილების შთაგონებით
ოდესმე გინახავთ ისეთი ლამაზი პეიზაჟი, რომ სურვილი გაგჩენიათ სახლში წაგეღოთ და მისით ყოველდღე დამტკბარიყავით? კარგი ამბავი - ამისთვის საჭირო არ არის ფოტოშპალერი ან მწვანის 50 ელფერი.



image



HomeAdvisor-ის ინტერიერის დიზაინერებმა მოიწვიეს ბუნების სილამაზე სახლში. შთაგონება აიღეს მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მდიდარი ფერებიდან, როგორიცაა დიდი კანიონი, დიდი ბარიერული რიფი, იელოუსტოუნი და ფუძის მთა.



დიდი კანიონი (არიზონა, აშშ)



ერთი შეხედვით, დიდი კანიონი არც ისე მდიდარია ფერებით: ქვის ჭუჭყიანი ყვითელი ელფერები და ცის გამჭოლი ცისფერი. თუმცა მათ შორის არის უამრავი გრადაცია, ღრმა ჩრდილები, სინათლის თამაში და მრავალფეროვანი ნაჯერი ფერები. ერთი სიტყვით, დრამა.




image



ფერების ასეთი გამამხნევებელი ნაკრები შეიძლება დომინირებდეს ოთახში. დიდი კანიონის თემის მისაღები ოთახი წყნარი, მარტოობის მოყვარულთათვის შესაფერისი არ არის. თბილი, ნარინჯისფერი კედლები სტუმრების მოსაწვევად არის შექმნილი, ხოლო გრილი ცისფერი კუთხე ცეცხლისგან თავშესაფარს იძლევა.



image



ყურადღება მიაქციეთ, როგორ ავსებს ამ ცეცხლოვანი ფერების სქემას შესაბამისი ოთახის მცენარეები.



იელოუსტოუნი კალდერა (ვაიომინგი, აშშ)



თუ ფიქრობთ, რომ იცით, რა ფერებს უნდა ელოდოთ „იელოუ“სტოუნისგან, მაშინ არ გინახავთ კალდერას, ვულკანური ამოფრქვევით გამოწვეული მთაში არსებული „ქვაბის“ ფოტო ზემოდან.



image



მილიარდობით მიკროსკოპული ორგანიზმი ცხოვრობს ქვაბის წყაროს წყლებში და ეს მიკრობები განსხვავებულ პირობებში ყვავდებიან და გარემოდან გამომდინარე სხვადასხვა ფერებს ქმნიან. ლამაზი გამოდის. არ გჭირდებათ იყო მიკრობიოლოგი, რომ იელოუსტოუნის ქრომატული საოცრება გამოიყენოთ.



image



იელოუსტოუნის სტილის მისაღები ოთახი აჩვენებს, როგორ უნდა მოათვინიეროთ ველური ფერები ფერმკრთალი კედლების დამამშვიდებელი გავლენის ქვეშ. ლურჯი სავარძელი და ხალიჩა გაერთიანებულია მისაღები ოთახის „ზონირებისთვის“, ხოლო დიდებული კაუჩუკის მცენარე საერთო ატმოსფეროს ეხმიანება.



ფუძის მთა (კუნძული ჰონსიუ, იაპონია)



იაპონიის უმაღლესი მთა, ცნობილი როგორც მიძინებული ვულკანი, იაპონელი ხალხის თაყვანისცემისა და ჭვრეტის ობიექტი. მათ შორისაა ჰოკუსაი, უკიიოს მხატვარი, რომლის ცნობილი მე-19 საუკუნის ბეჭდური სერია „ფუძის მთის 36 ხედი“ დღემდე ამშვენებს ბევრ კედელს.



image



ფუძის ფერები სიმბოლოდ რჩება, თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია ცვალებადობით - უნარით მუდმივად შეიცვალოს სეზონებთან და აყვავებასთან ერთად.



image



ყვავილობა არის მთავარი ფოკუსი ფუძის სტილის მისაღებ ოთახში. ყვავილოვან-ვარდისფერი კუთხე თამამი გამოწვევაა, რომელიც არბილებს მთის-ცისფერი ფარდის და ტყის ელფერის ბუფეტის ნაზ აქცენტებს. ქათქათა კედლები ამ ფერებს საშუალებას აძლევს თავი გამოაჩინოს ოთახის გადატვირთვის გარეშე. ეს ოთახია, სადაც ზეაქტიურ ტვინს დასვენება შეუძლია.



ბანფის ეროვნული პარკი (ალბერტი, კანადა)



ბანფი ცნობილია თავისი შემოდგომის იერის ოქროსფერი ბრწყინვალებით, მაგრამ აქ აღებულია პარკის ზამთრის პალიტრა. ხანდახან, სივრცეში ჰარმონიის საპოვნელად ყველაზე მარტივია აირჩიოთ ფერების წრე, რომელიც ყველაზე მეტად ეხება სულს. როცა მზე ჩადის, ბანფის ეროვნული პარკი ცივი და ეპიკურია.



image



მშვიდი ფერებით და შეზღუდული დიაპაზონით კედლებზე შეგიძლიათ გაინავარდოთ. ბანფის პარკის გაყინული ტბის წყლებიდან ფირუზისფერი ნასესხებია.



image



გადახედეთ, როგორ არის შეკრებილი განსხვავებული პალიტრები კედლებზე ნახატების საშუალებით. შემთხვევითი ფერი უფრო ნათელი ხდება, როცა დამხმარე კონტექსტი ჩნდება.



დიდი ბარიერული რიფი (ავსტრალია)



მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფი ფერის სინონიმი გახდა. მას 400-ზე მეტი სახეობის მარჯანი ქმნის. მათი ფერი მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის. მაგალითად, ფერები, როგორიცაა ვარდისფერი, ლურჯი და იასამნისფერი იცავს მარჯნებს ულტრაიისფერი სხივების მაღალი დონისგან.



image



იმის გამო, რომ მარჯნის ფერი მასში მცხოვრები სასარგებლო ორგანიზმებიდან მოდის, მკრთალი ფერები დაავადებაზე მიუთითებს. სხვა სიტყვებით, ჯანსაღი შესახედაობისთვის გამოიყენეთ მეტი ფერები. მისაღები ოთახისთვის არჩეულია დიდი ბარიერული რიფის ყველაზე საკულტო ფერები.



image



ღრმა ცისფერი წყალქვეშა ცხოვრებას მოგაგონებთ. მუქ კედლებს შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს ბუნებრივი განათების დრამატული ეფექტი ოთახში, როგორც წარმოგიდგენიათ სინათლის ციმციმი წყალქვეშ. ოქროსფერი დივანი და ფერადი ხალიჩა მატებს კაშკაშა ლაქას და ოთახი ერთდროულად კაშკაშა და იდუმალია.



სერენგეტის ეროვნული პარკი (ჩრდილოეთ ტანზანია)

image



„ალბათ, გნუების და ზებრების უდიდესი ნახირების მიგრირება ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა, - წერდა რიჩარდ ლიკი სერენგეტის გამოკვლევის შესახებ ბავშვობაში, - თუმცა რთულია გადააჭარბოს უსასრულო ვაკეებს, ზღაპრულ ღრუბლებს და ბუნებრივი ფერების კალეიდოსკოპს. დაწყებული საფირმო ოქროსფერი მზის ჩასვლიდან და დასრულებული ბალახისფერი ცისარტყელამდე, სერენგეტის პალიტრა - თამამი, კაშკაშა საოცრება“.



image



სერენგეტის სტილის მისაღებ ოთახში ლომის თავდასხმის შეგიძლია არ გეშინოდეთ. მთავარი როლი ენიჭება ხასხასა მწვანე ფერს, რომელიც მაშინვე სიმშვიდის განცდას იძლევა. მწვანე მარადიულია და ამავდროულად ყოველთვის მოდაში. ჩამავალი ოქროსფერი კი ოპტიმიზმის ფერია, როგორც არ უნდა შეხედოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

30 ყველაზე ლამაზი და მყუდრო ოთახი, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

15 შემთხვევა, როცა საცხოვრებელი გაარემონტეს და მიიღეს საოცარი შედეგი, რომელსაც თავადაც არ ელოდნენ

ცნობილი ადამიანების სამზარეულოები: ვირტუალური ტური დიზაინერებისგან

ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ

თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ


0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
30