x
მეტი
  • 25.07.2024
  • სტატია:136168
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510423
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა "სექ@ის საწინააღმდეგო" საწოლის გამოცდა გადაწყვიტა(ვიდეო)
image

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა გადაწყვიტა გამოეცადა ოლიმპიურ სოფელში დაყენებული „ანტისექსის- საწოლების“ სიმტკიცე და ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო. მან შესაბამისი კადრები თავის TikTok ექაუნტზე გამოაქვეყნა.


ვიდეოში ოლიმპიური მონაწილე დარია სავილი დახტის მუყაოს საწოლზე“ ჭიაყელავით ცოცავს მასზე, ხტება იატაკიდან და ჩოგბურთის ჩოგანით ვირტუალურ ბურთებს ურტყამს . ამის მიუხედავად, საწოლი მთელი დარჩა.


როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიური მონაწილეებისთვის ერთჯერადი მუყაოს საწოლები დაამზადეს, პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ამ გზით მათ სურდათ სპორტსმენებისთვის სექსის შეზღუდვა.



ორგანიზატორებმა კი ეს არჩევანი ფულის დაზოგვით და გარემოზე ზრუნვით ახსნეს. მათ დაიწყეს თანამშრომლობა იაპონურ ფირმა Airweave-თან, რომელმაც დაამზადა ავეჯი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუშავდებოდა „ანტისექსის საწოლები“, რომელთა დიზაინი დაამტკიცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC).


ჭორები "სექსის საწინააღმდეგო საწოლებზე" ადრე უარყო ოლიმპიური სოფლის დირექტორმა ლორან მიშომ. მისი თქმით, მონაწილეებისთვის მომზადებული საწოლები უძლებს 250 კილოგრამამდე ტვირთს.


მიშომ ასევე განაცხადა, რომ სოფელში სპორტსმენებს პრეზერვატივი დაურიგდებათ. სავილმა ეს TikTok-ზეც აღნიშნა. მან ვიდეოში აჩვენა შეფუთვა წარწერით "Don't share more than win" (არ გააზიარო რაიმე მოგების გარდა"), რომლის შიგნით ერთი პრეზერვატივი და ლუბრიკანტის პაკეტი იყო.


პარიზის 33-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება და დაიხურება 11 აგვოსტოს, თუმცა მანამდე გუნდური თამაშები უკვე გაიმართა ფეხბურთში და რაგბიში.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0