მაკიაჟი და ვარცხნილობა სუნამოები ორიგინალურ ფლაკონებში 2012, 31 ოქტომბერი, 10:57 თანდათან მოახლოვდა ზამთრის ცივი სეზონი, თუმცა შეგიძლიათ ჯერ-ჯერობით გადადოთ Fendi და Celine-ის ფერადი ბეწვის ქურქების შეძენა, სამაგიეროდ თამამად იზრუნოთ ახალი სუნამოს შეძენაზე ორიგინალურ და ფერად ფლაკონში. სუნამოს Especially Escada-ს ახალი ვერსია Especially Escada Delicate Notes გპირდებათ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში, თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან მსუბუქი ტუალეტის წყალი ვარდის ნოტებითაა გაჟღენთილი და მხიარული თავაშვებულობისკენ გიბიძგებთ. ![]() Dot Marc Jacobs: წითელი კენკრა, ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი და ქოქოსის ნოტები გასაოცარ კოპლებიან ფლაკონშია მოთავსებული ![]() Elie Saab Le Parfum ოქროსფერ ფლაკონში გამოაწყვეს. სუნამო გაჟღენთილია ფორთოხლის, თაფლოვანი ვარდის და გარდენიის ყვავილების არომატით ![]() Harrods Oud Patchouli от Bond No. 9 მიეძღვნა ლონდონის ცნობილ უნივერმაღს, სადაც შეგიძლიათ კიდეც მისი შეძენა. ![]() ლურჯი ამფორის ფორმის ფლაკონი Nuit Etoilee Annick Goutal-სგან ვარსკვლავებიან ცას ეძღვნება. სუნამო პიტნის, ლიმონის, წიწვოვანი ხეების ნოტების ნარევს წარმოადგენს ![]() ![]() Idylle Duet Rose Patchouli შეზღუდული რაოდენობით გამოსული ახალი სუნამო Guerlain-სგან: ტყის ყაყაჩო, შროშანი და ჟასმინის ნოტებით გაჟღენთილი არომატი მოთავსებულია წვეთის ფორმის ვარდისფერი ოქროსგან დამზადებულ ფლაკონში. ![]() კრისტინა აგილერას სუნამოს Red Sin ფლაკონი გაფორმებულია წითელი ფერის მაქმანით. ![]() ![]() Shalimar Ode de la Vanille Sur la Route de Madagascar ახალ საკოლექციო გამოშვებაში Guerlain-სგან, მასში უფრო კონცენტრაციით არის ვანილი ![]() 355 4-ს მოსწონს
|