სიახლეები სიახლე!!! სატრანსპორტო საშუალება 20 დოლარად. 2012, 19 ოქტომბერი, 12:53 18 თვის განმავლობაში ებრაელი ინჟინერი, Izhar Gafni, მუშაობდა პროექტზე. პროექტი, რომელმაც ხალხი გააოცა თავისი სილამაზით და დახვეწილი დიზაინით. Izhar Gafni-მ შექმნა ველოსიპედი მუყაოს ქაღალდებისაგან. 18 თვის განმავლობაში ინჟინერი ცდილობდა გაემაგრებინა ველოსიპედის კონსტრუქცია და ამავე დროს წონაში არ მომატებულიყო. მისი წონაა სულ რაღაც 9 კილოგრამია. კონსტრუქცია ზემოდან დაფარულია ლაქით, რათა წყლისგან იყოს დაცული. საბურავები დამზადებულია სპეციალური რეზინისგან. მექანიკური მოძრაობისათვის გამოყენებულია ავტომობილის ძრავის ქამარი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთი სატრანსპორტო საშუალების შეძენა შეუძლია თითქმის ყველა მსურველს, რადგან მისი ფასი შეადგენს 20 დოლარს. 101 3-ს მოსწონს
|