x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უნიკალური სასტუმრო „არბეზი“ - როცა გძინავთ ფეხებით შვეიცარიაში, თავით - საფრანგეთში
დასავლეთ ევროპა ხშირად აოცებს ტურისტებს სიმბოლური საზღვრებით. ბევრი დასახლება ქვეყნებს შორის ისტორიულად დაყოფილია, ამასთან ყოველთვის არ არის გათვალისწინებული შენობები. პატარა ორვარსკვლავიანი სასტუმრო „არბეზი“(Arbez Franco-Suisse) მდებარეობს ქალაქ ლა კიურში, რომელიც მდებარეობს ჟენევის ჩრდილოეთით 15 წუთის სავალზე. ისე მოხდა, რომ ერთი ნაწილი საფრანგეთში მდებარეობს, მეორე - შვეიცარიაში.



image



სასტუმრო „არბეზი“ 1862 წელს ააშენა ცბიერმა მეწარმემ პონტუსმა. საფრანგეთი და შვეიცარია სწორედ მაშინ თანხმდებოდნენ დაპსის ხეობაში საზღვრების მონიშვნაზე. შეთანხმების მიხედვით, ახალ საზღვარზე შენობა-ნაგებობები არ უნდა ყოფილიყო, რათა დაბნეულობისთვის თავი აერიდებინათ.



image




ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზღვარი გაავლეს ქალაქ ლა კიურის სახლებს შორის და მშვიდად წავიდნენ ფორმალური საკითხების მოსაგვარებლად. ამ დროში პონტუსმა ააშენა სასტუმრო, რომელიც მდებარეობდა საზღვრის ორივე მხარეს. როცა ჩინოვნიკებმა გაიგეს, უკვე გვიანი იყო, თან მფლობელს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.



image



საზღვარი გადის სამზარეულოსა და რამდენიმე ოთახზე. მფლობელმა საფრანგეთის მხარეს ბარი გახსნა, შვეიცარიის მხარეს - მაღაზია. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია ორი ნომერი. მეორე და მესამე სართულზე მდებარე ნომრები, რომლებიც ერთდროულად ორ ქვეყანაში მდებარეობს.



image



სტუმარს შეუძლია დაიძინოს თავით საფრანგეთში, ხოლო ფეხებით - შვეიცარიაში. გარდა ამისა, ერთი ნომრის აბაზანა სხვა ქვეყანაშია და დამსვენებელს შხაპის მისაღებად საზღვრის გადაკვეთა უწევს. ზოგადად, სასტუმროსთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდა და ზღაპარი, რომელთა გადამოწმება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. და მაინც, ტურისტების მოსაზიდად დამატებით ხრიკს წარმოადგენს.



სასტუმროს „არბეზი“ ლეგენდა



მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარია ნეიტრალური დარჩა. საფრანგეთი გერმანიის ჯარებმა დაიკავეს. ნაცისტებს შეეძლოთ ეცხოვრათ სასტუმროს იმ ნაწილში, რომელიც მდებარეობდა მათ საოკუპაციო ზონაში. აი, შვეიცარიისკენ მიმავალი გზა გერმანელებისთვის დაკეტილი იყო. გერმანელებისთვის, მაგრამ არა ფრანგებისთვის.



image



ამბობენ, სანამ სს-ის ოფიცრები ცხოვრობდნენ პირველ სართულზე ფრანგულ ნომრებში, ფრანგი მეომრები მათ ზემოთ მშვიდად ისვენებდნენ. ისინიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ ნაცისტებისთვის მიუწვდომელი იყო. საქმე იმაშია, რომ მეორე და მესამე სართულის კიბეები შენობის შვეიცარიულ მხარეს იყოს, სადაც გერმანელებს ასვლა აუკრძალეს.



image



„არბეზის“ უჩვეულო მდებარეობა ხშირად გამოიყენებოდა მოლაპარაკებებისთვის, როგორც ნეიტრალური ტერიტორია. სასტუმროში ყველაზე ცნობილი შეხვედრა 1962 წელს შედგა. მაშინ ალჟირისთვის ომის დასრულების შემდეგ, სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში ერთმანეთს შეხვდნენ საფრანგეთის წარმომადგენლები და ალჟირის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები. მართალია, ხელშეკრულება, რომელმაც ალჟირს დამოუკიდებლობა მისცა, სხვაგან გაფორმდა.



ასევე დაგაინტერესებთ:

ქალმა შუაგულ ჯუნგლებში ააშენა სახლი ბეტონისა და ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენებით

სუსტი გულის ადამიანი აქ ვერ იცხოვრებს – კოტეჯი ლომების მეზობლად

24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე

გაიცანით: ბეტონის მილებისგან აშენებული სახლი ახალგაზრდებისთვის

კაცმა თავისი ოცნების სახლი თვენახევარში ააშენა და მხოლოდ 9000 დოლარი დახარჯა


0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
136