ფოტოგრაფია სელებრითების პროვოკაციული ფოტოკოლაჟი: ვარსკვლავები ბეტინა რეიმსის ფოტოობიექტივში 25 ივლისი, 9:07 წარმატებულმა და ავტორიტეტულმა ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა ბეტინა რეიმსმა კარიერა 1978 წელს სტრიპტიზიორებისა და აკრობატების გადაღებით დაიწყო. საგულისხმოა, რომ პორტრეტისტის პირველ გამოფენაზე სწორედ მისი ეს ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბეტინას სტილი კი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახდა.მალევე ხელოვანს მსოფლიო შოუ - ბიზნესის ყველაზე კაშკაშა და მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების გადაღება და გლამურულ ჟურნალებთან კოლაბორაცია შესთავაზეს, რასაც ფრანგი ხელოვანი უყოყმანოდ დათანხმდა. ქვემოთ წარმოდგენილი სელებრითების სკანდალური ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავადაც მიხვდებით თუ რატომ განიხილავს მთელი მსოფლიო ბეტინა რეიმსის ნამუშევრებს დღემდე ასე აქტიურად.567 შეფასება არ არის |