x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
45 წუთით "გარდაცვლილმა" მამაკაცმა "იქ" ნანახზე ისაუბრა
image

მამაკაცი 45 წუთის განმავლობაში იყო გარდაცვლილი, თუმცა გაიღვიძა და ისაუბრა იმაზე, რაც ნახა სიკვდილის შემდეგ.




მამაკაცმა, რომელსაც 45 წუთის განამავლობაში სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ექიმების წყალობით უკან სააქაოს მობრუნდა და "იქ" ნანახის შესახებ ისაუბრა . ამის შესახებ Daily Star წერს.


მედიკოსებმა ვინსენტ ტოლმანი "გარდაცვლილი" იპოვეს მას შემდეგ, რაც მან მიიღო ძალიან დიდი დოზით ბოდიბილდინგისთვის შეუმოწმებელი დანამატი.



ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა და სხეული გვამებისთის განკუთვნილ ცელოფანის ტომარაში ჩასვეს.


ტოლმანმა განაცხადა, რომ ამას როგორც რეჟისორი, ისე უყურებდა და ექიმების ფიქრებიც კი ესმოდა. შემდეგ, კაცმა თქვა, რომ ის შეხვდა სულიერ მეგზურს, სახელად დრეიკს, რომელმაც ის სამოთხეში გაგზავნა. იქ, როგორც ტოლმანმა აღნიშნა, სხვა ადამიანების თვალით დაინახა ყველა ცუდი და კარგი რამ, რაც მან გააკეთა ცხოვრებაში.

image

ტოლმანმა განაცხადა, რომ სამოთხეში მან შეძლო ცხოვრების გააზრება და სიყვარულის ღირებულების გაცნობიერება.


”დედამიწა მხოლოდ სკოლაა, ის ყოველთვის იყო მხოლოდ საკლასო ოთახი და ის არასოდეს ყოფილა სასამართლო დარბაზი”, - განმარტა მან.


გარდა ამისა, მამაკაცის თქმით, დრეიკმა მას აუხსნა სამყაროს სტრუქტურა, რომლის გამდოცემაც სიტყვიერად შეუძლებელია.


ტოლმანმა აღიარა, რომ მას შემდეგ შესთავაზეს ოჯახში დაბრუნება ან იქ დარჩენის ვარიანტი. მან ოჯახი აირჩია.

image

მამაკაცის რეამინირება ერთ-ერთმა ექიმმა მოახერხა, რომელსაც ტოლმანის თქმით, სამუშაოზე გასვლის პირველი დღე იყო და არაფრით სურდა პაციენტის დაკარგვა. მამაკაცმა სუნთქვა დაიწყო და ის მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს. მან მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაიღვიძა.


ტოლმანმა თავისი გამოცდილების შესახებ მეტი ისაუბრა Coming Home YouTube არხზე.

1
551
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
551
  
24 ივლისი, 19:48
ინგლისში, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ზემოთ დაამაგრეს სურათები, რომელზეც ნახატი მიმართული იყო ზემოთ. ხოდა 30 წლის განმავლობაში ვერც-ერთმა რეანიმაციიდან დაბრუნებულმა ვერ თქვა რა იყო დახატული ნახატზე :)
0 1 1