შოუბიზნესი რატომ იცვამენ ბადიან კოლგოტებს ცნობილები სცენაზე? 29 ივლისი, 15:52 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ, ისინი ათასობით თანხას ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ყველა თქვენგანს შეუმჩნევია, რომ ვარსკვლავებს სცენაზე თითქმის ყოველთვის, ე.წ ბადიანი კოლგოტები აცვიათ და ალბათ გაგჩენიათ კითხვა - რატომ? ძალიან ადვილი შესამჩნევია ნახევრად შიშველი ვარსკვლავები ბადიან კოლგოტში. თითქმის ყველა, ერთხმად თანხმდება, რომ ეს არც ისე მომხიბვლელად გამოიყურება, მეტიც, ვულგარულია, მაგრამ რატომ იცვამენ ასე, რა განსაკუთრებული მიზეზია და რა სასცენო "დრეს კოდია" ასეთი, დაზუსტებით, აქამდე არავინ იცოდა. საზოგადოების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, ორად გაიყო. პირველი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბადიანი კოლგოტი, სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესთეტიკაა. მეორე ნაწილის თქმით კი ის ხელს უშლის სცენაზე მოხტუნავე ვარსკვლავების გაოფლიანებას. რა თქმა უნდა, ორივე მოსაზრება მცდარია. დასკვნა კი ასეთია - ისინი იმიტომ იცვამენ ბადიან კოლგოტებს, რომ ის ყველაზე კარგად ნიღბავს მათ ცელულიტს და კანის სხვა ნაკლოვანებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სცენაზე ცნობილები გამოიყენებენ არა ყველანაირ ბადიან კოლგოტს, არამედ სპეციალიზირებულს, რომელიც სცენისთვისაა განკუთვნილი და შეიქმნა მასობრივი მოთხოვნების შემდეგ და უფრო გამძლე და ხარისხიანია. 154 3-ს მოსწონს
|