x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136142
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510414
ამერიკაში ვეშაპმა მეთევზეთა გემი ამოატრიალა(ვიდეო)

image

ვიდეოზე აღიბეჭდა შთამბეჭდავი მომენტი, როდესაც ვეშაპმა მცირეგაბარიტიანი თევზსაჭერი გემი გადაატრიალა და წყალში ორი ადამიანი გადააგდო.


ინციდენტი სამშაბათს ნიუ-ჰემფშირის სანაპიროსთან, შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა.


კოლინ იაგერის მიერ გადაღებული ვიდეოში, რომელიც ძმასთან ერთად იქვე ახლოში, ნავში იმყოფებოდა, ჩანს, რომ უზარმაზარი არსება ნაწილობრივ ამოდის წყლიდან დინგით ნავის კიჩოს ურტყამს, რის შემდეგაც ნავი ტრიალდება, ატლანტის ოკეანეში კი ორი ადამიანი ვარდება.



ვიდეოში ისმის თვითმხილველის შეძახილი "ო ღმერთო ჩემო", როცა ვეშაპი ამას აკეთებს.


ბატონმა იაგერმა NBC News-ს განუცხადა, რომ მან და მისმა ძმამ წყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს.


როგორც იტყობინება X- იტყობინება სანაპირო დაცვამ მიიღო ზარი იმის შესახებ, რომ 23 ფუტიანი ცენტრალურ კონსოლიანი ნავი ჩაიძირა ვეშაპის თავდასმხის გამო, ოდიორნე პოინტის სახელმწიფო პარკის აღმოსავლეთით, ნახევარი მილის მანძილზე.


”ხომალდის ამოტრიალების შედეგად ორი მგზავრი ნავიდან გადმოვარდა, ” - ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გადაუდებელი საზღვაო დახმარების შესახებ ინფორმაცია უმალ იქნა გადაცემული პორტსმუთ ჰარბორის სანაპირო დაცვის სადგურში.


გემიდან გამდმოვარდნილი ორი მგზავრის მდგომარეობა ნორმალურია და სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს.

0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0