x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139030
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
მიუმხრობელი ქვეყნების პოლიტიკა ცივი ომის პერიოდში

image

ევროპაში მიუმხრობელთა მოძრაობის საუკეთესო მაგალითი იუგოსლავია იყო, რომელსაც მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის 40 წლის მანძილზე ლეგენდარული იოსიპ ბროზ ტიტო მართავდა. იუგოსლავია თავისი პოლიტიკური წყობით სოციალისტური ქვეყანა იყო, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით - თითქმის კაპიტალისტური. ბელგრადი არცერთ სამხედრო ბლოკში არ შედიოდა, იგი დასავლეთთანაც ფართოდ ვაჭრობდა და ე.წ. სოციალისტურ ბანაკთანაც. 1960_იანი წლების დასაწყისიდან იუგოსლავია საბჭოთა მოქალაქეებისთვის შესაშურად განვითარებული და თავისუფალი ქვეყანა იყო.
ბროზ ტიტო ერთ ერთი მთავარი არქიტექტორი იყო ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობისა. ეს სწორედ ის ქვეყნები გახლდათ, რომლებიც მთლიანად "არც იქით იყვნენ და არც აქეთ", ანუ მიუმხრობლობა ცივი ომის პერიოდში ავტონომიურ მდგომარეობას, თავისებურ ნეიტრალიტეტს ნიშნავდა.

აზიის კონტინენტზე ყველაზე გამოკვეთილი მიუმხრობელი ქვეყანა ინდოეთი იყო. მისი პირველი პრეზიდენტის ჯავაჰარლარ ნერუსათვის მიუმხრობლობა და ნეიტრალიტეტი, უპირველეს ყოვლისა, ეგზისტენციალური არჩევანი იყო. მაგათმა განდის არაძალადობრივი ფილოსოფიისა და საქმის გამგრძელებელი ნერუ თვლიდა, რომ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებში და "დიდი მოთამაშეების" უზნეო ინტრიგებში მონაწილეობა ინდოეთის საქმე არ იყო. თუმცა არ არჩევანს წმინდა პრაგმატული განზომილებაც ჰქონდა. საქმე ის გახლდათ, რომ ინდოეთის უპირველეს ოპონენტს - პაკისტანს, აშშ ძლიერად უჭერდა მხარს. ამიტომ "მესამე გზის" არჩევით ინდოეთი ნაწილობრივ აბალანსებდა მოწინააღმდეგის ტანდემს და თავის ირგვლივ ქმნიდა მიუმხრობელი სახელმწიფოების კოალიციას.
მიუმხრობლობის მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპარტიის ცკ_ის თავმჯდომარის მოადგილე ჯოუ ენლაი. ეს უჭკვიანესი პოლიტიკოსი თვლიდა, რომ მსოფლიოში ჩინეთის პოზიციების გასაძლიერებლად მხოლოდ კომუნისტურ ქვეყნებთან თანამშრომლობა საკმარისი არ იყო. ამიტომ იგი პარალელურად ე.წ. მესამე სამყაროზეც აკეთებდა აქცენტს.
image
მიუმხრობელი ქვეყნების დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა 1955 წელს ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში. ტიტოსთან, ნერუსა და ჯოუ ენლაისთან ერთად კონფერენციაზე მიწვეული იყო ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი, რომელიც შემდგომ ამ მოძრაობის ერთ_ერთი აქტიური მონაწილე გახდა.
მიუმხრობელი ქვეყნების გადაბირება მოსკოვის ერთ_ერთი მთავარი გეოპოლიტიკური ამოცანა იყო. კრემლი უხვად ეხმარებოდა მათ, უგზავნიდა სპეციალისტებს, ეგვიპტეს ასუანსის კაშხალს უშენებდა, ინდოეთს ბჰილაის მეტალურგიულ კომბინატს, ნეპალს ფაბრიკებს და ა.შ.
2
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
72
  
თუმცა ამისათვის სწორი პოლიტიკა არის საჭირო და სწორი ხალხი მთავრობაში.ქოცები ამ საქმეში ვერ გამოდგებიან,მერყევი ხალხია და საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. 12 წელია პრესცენტრის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და უნიათოები არიან. ამ კონკრეტულ არჩევნებზე,სხვა არჩევანი არ არის და ალბათ ქოცები არსებულთაგან ყველას ჯობია,თუმცა ხსენებულ საქმეში ვერ გამოდგებიან. არავის ეგონოს რო ქოცებმა ეს ყველაფერი სტრატეგიით მიიღეს და ეს შანსი ამიტო გაჩნდა,თავში დაეცათ და ვერც იყენებენ. ნაცებისთვის ვერ მოუვლიათ,ხან ერთ დეპუტატს უტყაპუნებენ თავში და ხან მეორეს,ყოველ წელს გადატრიალებას უწყობენ და არყევენ. თქვენ ის თქვით რო ნაცები არიან და ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ,თუ დასავლეთი მოიფიქრებს რამე ახალს და სუფთა ხალხს შეკრებს,მერე ქოცებს რა უშველით? იმას რო თავი დავანებოთ,ნაცებით არის სავსე უწყებები და ამისთვისაც ვერ მოუვლიათ. სახელმწიფო უწყებაში მომუშავე ხალხი იდგა აქციებზე,სადაც სახელმწიფოს გადატრიალებას აწყობდნენ,ხოლო ეს ხალხი ისევ ამ უწყებებში მუშაობს. სკოლები ნჯეოშნიკებით არის სავსე და ზოგის დირექტორებად დანიშნეს,ხოდა ეს არის ის ძალა,რომელიც ამ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს? მეტი არ იქნას ამათ რამე ქნან
კი იყო,მარა მაინც დაშალეს და დაბომბეს. ამიტომაც არის საჭირო რო დიდი მოთამაშეები შეთანხდნენ და ასე მიაღწიო ნეიტრალიტეტს. შვეიცარია თუ საფინანსო სექტორს აწვება,ჩვენ სატრანსპორტო ხაზს მივაწვეთ და გავხდეთ დერეფანი,რომელიც ბევრ ტვირთვს გაატარებს და დიდი მოთამაშეებისთვის ფულის შოვნის პონტი იქნება. ასე შეიძლება გავხდეთ ნეიტრალურები,სხვა შემთხვევაში,თვითგამოცხადება ნეიტრალურობის არის უაზრობა და აუცილებლად ჩაგვითრევენ ომში. სუფთა პრაგმატულად,საჭიროა უკრაინის ომი დიდხანს გაგრძელდეს და ორივე მხარე გამოიფიტოს,როგორც ნატო,ისე რუსეთი. რეალურად,ამერიკა და რუსეთი არის რომელთაც არ სურთ ჩვენთან დერეფანი და თუ ეს ქვეყნები დასუსტდებიან,ხოლო ის ქვეყნები(ჩინეთი,ინდოეთი,არაბული ქვეყნები) გაძლიერდებიან,მერე გვეშველება და ამოვისუნთქებთ. თუ ამერიკა სამოქალაქო ომის ქარცეცხლი დაატყდა თავზე,მთლად უკეთესი ამბავი იქნება.რუსეთი ისედაც უზის ჩინეთს ჯიბეში და რაც დრო გადის უფრო დამოკიდებული ხდება მათზე.
0 1 2