x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ზურიკელას და მერის რეალობად ქცეული სიყვარული..
image

ყველასათვის ცნობილია ქართული ფილმის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის " მთავარი როლოს შემსრულებლები: ზურიკელა და მერი. ამ ფილმის გადაღების დაწყების დროს, თენგიზ აბულაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ ლამაზ და დიდ ოჯახს უყრიდა საფუძველს.


სერგო ორჯონიკიძემ და მანანა აბაზაძემ ერთმანეთი 1962 წელს, „მე ბებია, ილიკო და ილარიონის" გადაღების დროს გაიცნეს. ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის სიუჟეტი გურიაში განვითარდა. ფილმის გადაღებიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...



1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'' მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდა. ბოლოს, უნივერსიტეტის „ბირჟაზე"აღმოაჩინეს 14 წლის სერგო ორჯონიკიძე, რომელიც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ტანაშოლტილი ბიჭი იყო (183 სანტიმეტრი) და კალათბურთს თამაშობდა.



თენგიზ აბულაძის ასისტენტმა ბიჭს კინოში გადაღება შესთავაზა და კინოსტუდიაში დაიბარა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე სერგო ორჯონიკიძე აირჩია და არც შემცდარა - ფილმმა „ზურიკელას" არნახული პოპულარობა და წარმატება მოუტანა.


უფრო რთული აღმოჩნდა ზურიკელას შეყვარებულის - მერის კანდიდატურის შერჩევა. რეჟისორმა კინოსინჯებზე მისული ყველა გოგონა დაიწუნა. ბოლოს მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს.


რუსი რეჟისორი კუბის რევოლუციაზე ფილმს იღებდა, რომელშიც 12 წლის მანანა კუბელ გოგონას თამაშობდა. აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და გოგონა ბიჭვინთიდან თავის ფილმში სათამაშოდ წამოიყვანა.


image

"თავიდან სიყვარულის სცენა არ გამოდიოდათ. ამაზე თენგიზი გადაირია..თავის ოთახში ჩაგვკეტა, თვითონ შეხვედრაზე წავიდა და დაგვიბარა, რომ 11 საათზე დაბრუნდებოდა და მის მოსვლამდე რეპეტიციები გაგვევლო. გადაღებისთვის ერთი დღეღა გვქონდა დარჩენილი. თანაც ისიც გვითხრა, ერთი სცენა კოცნით უნდა დამთავრდეს, მეორე - კოცნის გარეშე და მერე მე გადავწყვეტ, რომელი აჯობებსო", - იხსენებს სერგო ორჯონიკიძე.


"ნამდვილად არ მოგვწონდა ერთმანეთი. პირველ ჩვენებაზე, როდესაც ეკრანზე დავინახე, ვთქვი: ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა მეთქი. იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ აქ კი არ თამაშობს, არამედ თავის თავი ითამაშა. ის ასეთია ბუნებით.


მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭია და იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა და ზუსტად ერთ დროს მოხდა ეს. ბატონმა თენგიზმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაზე, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტო სიტყვაზეც არაა. თავისთავად გრძნობაც დაიბადა და დღემდ გრძელდება."-ქალბატონი მანანა.


ბატონ თენგიზთან ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. ის მერეც ზრუნავდა მათზე, როგორც მშობელი. უნდოდა სერგოს კინორეჟისორობაზე ჩაებარებინა. კიდევ გადაეღოთ ერთად ფილმებში. მას არ უნდოდა ხელიდან გაეშვა ეს ორი შესანიშნავი წყვილი. ნოდარ დუმბაძე კი, როდესაც მათ დაინახავდა, ამბობდა ჩემი შექმნილი ოჯახი მოდისო.


image

საინტერესოდ განვითარდა მთავარი როლების შემსრულებელთა ცხოვრება. „ზურიკელა" დოხტური გამოვიდა, როგორც ბებიას უნდოდა. სერგო ორჯონიკიძე ცნობილი კარდიოლოგია და ავადმყოფობის დროს სესილია თაყაიშვილს გვერდიდან არ მოსცილებია.

მანანა აბაზაძე სუხიშვილების მოცეკვავე გახდა. 86 წელს კი მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა...

25 დეკემბერს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ცნობილი მსახიობისა და მოცეკვავის- მანანა აბაზაძის ვარსკვლავი, რომელიც საყვარელ შვილიშვილებთან ერთად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შვილიშვილი საოცრად ჰგავს "ზურიკელას''.


image

ასე გრძელდება 55 წლის წინ, ფილმში დაწყებული სიყვარული. ქალბატონ მანანას და ბატონ სერგოს დღესაც ძალიან უყვართ ერთმანეთი და სიამტკბილობით ცხოვრობენ საყვარელ ოჯახთან ერთად. კიდევ ერთი მაგალითი მტკიცე და მყარი ქართული ოჯახის. დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე მათ.


დღეს, 23 ივლისს მანანა აბაზაძეს 77 წელი შეუსრულდა .

0
352
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0