შოუბიზნესი
გენებმა მაინც თავისი ქნეს: შეუხედავი ვარსკვლავური მამების ულამაზესი ქალიშვილები
23 ივლისი, 11:21
არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა რომ "ვაშლი, ვაშლის ხიდან შორს არასდროს ვარდება", მაგრამ ნუთუ ყოველთვის ასეა? დღეს იმ მომხიბვლელ ქალიშვილებზე მოგიყვებით, რომელთა ვარსკვლავური მამებიც სილამაზით არასდროს გამოირჩეოდნენ.
1. სტივენ და ლივ ტაილერები
ჯგუფ "Aerosmith"-ის ვოკალისტს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დედამიწაზე ყველაზე შეუხედავი მამაკაცი ვუწოდოთ, თუმცა მის ქალიშვილს ნამდვილად გაუმართლდა, ვინაიდან მას გარეგნობა მემკვიდრეობით დედისგან ერგო.
2. შონ და დილან პენები
შონ პენი სასიამოვნო გარეგნობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი ქალიშვილი დილანი მართლაც ნამდვილი მზეთუნახავია. ალბათ, მოულოდნელი არავისთვის იქნება, თუკი გეტყვით რომ დილან პენი ვარსკვლავი მამის კვალს გაჰყვა. გოგონა მსახიობობის გარდა, ასევე სამოდელო საქმიანობითაც არის გატაცებული.
3. დონალდ და ივანკა ტრამპები
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის გარეგნობა უკვე დიდი ხანია საზოგადოების მხრიდან ქილიკის ობიექტია, მისი ულამაზესი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მართლაც საოცარი გარეგნობითა და გონიერებით გამოირჩევა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი, ჟურნალ "Maxim" - ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში ყველაზე ლამაზ ამერიკელ ქალბატონებს შორის არაერთხელ მოხვდა.
4. როუენ და ლილი ატკინსონები
მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე სასაცილო და მომხიბლავ კომიკოსს, მისტერ ბინს ალბათ, ყველა კარგად იცნობს, თუმცა მისი საყვარელი ქალიშვილი ლილი ატკინსონი საკუთარ სილამაზეს ნამდვილად დედას უნდა უმადლოდეს, რომელთანაც მისმა აღმატებულება მისტერ ბინმა მთელი 25 წელი გაატარა, 2015 წელს კი მას ოფიციალურად დაშორდა.
5. რონ და ბრაის დალას ჰოვარდები
ცნობილი ფილმების - "ბრწყინვალე გონების" და "და ვინჩის კოდის" რეჟისორის რონ ჰოვარდის ქალიშვილი ბრაის დალას ჰოვარდი არა მხოლოდ ნიჭიერი და მიზანდასახული მსახიობი, არამედ ულამაზესი გოგონაცაა. ბრაისმა საკუთარი კინოკარიერის განმავლობაში არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი კინოსახე შექმნა, რომელთა შორის პირველ რიგში, აღსანიშნავია - "ადამიანი ობობა 3" და "იურული სამყარო".
6. კუინსი და რაშიდა ჯონსები
ცნობილ კომპოზიტორსა და პროდიუსერს არც მეტი, არც ნაკლები შვიდი შვილი ჰყავს, რომელთაგან ყველა გოგონა ერთი მეორეზე უკეთესია. მაგალითად, რაშიდა ჯონსი წარმატებული ისეთი სერიალებით გახდა როგორიც - "პარკები და დასვენების ზონები" და "ოფისია".
7. კუინსი და კენია კინსკი - ჯონსები
მეორე ქალიშვილს, რომელსაც საოცარი სილამაზე ვარსკვლავი დედისგან - ნასტასია კინსკისგან ერგო, საკუთარი თავის რეალიზება სამოდელო ბიზნესში გადაწყვიტა და არც თუ უსაფუძვლოდ, გოგონა წლების განმავლობაში ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც-"Stella McCartney" და "Calvin Klein".