შოუბიზნესი ვარსკვლავური კომპლექსები: სელებრითები, რომლებიც თავიანთი გარეგნობით უკმაყოფილოები არიან 23 ივლისი, 9:58 არასრულფასოვნების კომპლექსი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აწუხებს, ნუ თითქმის ყველას, რომლებიც როგორც წესი, არა მხოლოდ სხეულის ფორმებზე, არამედ ცხვირის, ყურების, თვალებისა და ტუჩების მოცულობაზეც კი ვრცელდება, თუმცა ქალი საკუთარ ფიზიკურ ნაკლოვანებებს - მაკიაჟის, ტანსაცმლისა თუ შესაფერისი ვარცხნილობის საშუალებით ოსტატურად ნიღბავს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვით ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებსაც კი, რომელთა უმრავლესობას უკვე წლებია ვეთაყვანებით არაერთი კომპლექსი აწუხებს. ვინ წარმოიდგენდა ერთი შეხედვით, ამ იდეალური გარეგნობის მქონე ადამიანებს რაიმე კომპლექსი თუ ექნებოდათ. მაშ ასე, მოდით ვნახოთ სელებრითების ყველაზე უცნაური კომპლექსები, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის.სკარლეტ იოჰანსონი: ფეხებისკარლეტ იოჰანსონს საკუთარი ფეხები არასდროს მოსწონდა: მსახიობის აზრით, ისინი მეტისმეტად მოკლე და მსუქანია. "ჰოლივუდში, ყველა ისეთი გამხდარია, მათთან შედარებით თავს ყოველთვის სრულად ვთვლიდი, განსაკუთრებით კი ფეხების გამო!"- აღიარა სკარლეტმა ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში, თუმცა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა იქვე დაამატა, რომ დროთა განმავლობაში მან საკუთარ "ნაკლთან " ერთად ცხოვრება ისწავლა.ჯენიფერ ლოურენსი: სხეულიცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოურენსმა ჟურნალ "Harper`s Bazaar"- თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნორმალურ სხეულზე" ოცნებობს. მსახიობის აზრით, ის ზედმეტად სრულია: "ძალიან მინდოდა ნორმალური სხეული მქონოდა. ისეთი არა, როგორიც ახლა მაქვს. ამიტომ ყოველდღე პილატესს ვვარჯიშობ და ვცდილობ ჯანსაღი საკვებით ვიკვებო, რათა უფრო "ნორმალური" გავხდე. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ჩემს თავს მსოფლიოში ყველაზე მსუქნად არ მივიჩნევ ეს უკვე კარგია".კამერონ დიასი: პატარა მკერდიკამერონ დიასი პატარა ზომის მკერდს ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან განიცდიდა. "პერიოდულად მკერდს ვიმოწმებ - სასწაული ხომ არ მოხდა და შემთხვევით ხომ არ გამეზარდა ზომაში? თუმცა, უკეთესობისკენ ცვლილებას სამწუხაროდ ვერ ვამჩნევ..."- იხუმრა მსახიობმა ერთხელ ერთ– ერთ ინტერვიუში.ლილი ალენი: მრგვალი თეძოებიმომღერალი ლილი ალენი თვლის, რომ მან თავისი მრგვალი თეძოები გარეშე თვალისგან უნდა დამალოს. ერთხელ, ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ისიც კი აღიარა, რომ ყველა ჯინსი მხოლოდ გამხდარი გოგონებისთვის არის შექმნილი, თავად კი იძულებულია მრგვალი თეძოების გამო მხოლოდ კაბები და ქვედაბოლოები ატაროს.ვიქტორია ბექჰემი: ღიმილიალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ რომ ვიქტორია ბექჰემი ფოტოებზე თითქმის არასდროს იღიმის, და იცით რატომ? ცნობილი დიზაინერი და ჯგუფ "spice girls"-ის ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ მას ღიმილი სასტიკად არ უხდება, ამიტომაც ის ფოტოებზე ყოველთვის სერიოზული ქალის იმიჯის მორგებას ცდილობს.პენელოპა კრუსი: პატარა უკანალიმაშინ როდესაც, ზოგიერთი გოგონა უკანალისა და თეძოების ზომის შემცირებაზე ოცნებობს, პენელოპა კრუსი თავისი "მეხუთე წერტილით" საკმაოდ უკმაყოფილოა. პედრო ალმადოვარის მუზა თვლის, რომ ის, მას მეტისმეტად პატარა აქვს! "ბავშვობაში ბალეტით ვიყავი დაკავებული, ამიტომ ჩემი უკანალი ახლა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, ის ზომაში ცოტათი მოცულობითი რომ ყოფილიყო" - განაცხადა ერთხელ პენელოპამ. მსახიობის თქმით, ალმადოვარის 2006 წელს გადაღებულ ფილმში "დაბრუნება" მის პერსონაჟს ფუმფულა უკანალი რომ ჰქონოდა ის ამისთვის ქვედაბოლოს ქვეშიდან სპეციალურ ბალიშებსაც კი იმაგრებდა.შაკირა: სხეულიიცოდით, შაკირას საკუთარი გარეგნობა რომ აკომპლექსებს? ალბათ, მუსიკოსის ეს აღიარება ბევრისთვის ნამდვილი აღმოჩენაც კი იქნება: "ზოგიერთ ჩემს ვიდეო რგოლში ძალიან თავისუფლად და თავდაჯერებულად გამოვიყურები. სინამდვილეში, კი ჩემი სხეული საერთოდ არ მომწონს, რისი მოშიშვლებაც თამამად შემიძლია - ეს მხოლოდ მუცელია, " - აცხადებს კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი.ნიკოლ კიდმანი: არაქალური ფორმები
გრძელი და მოხდენილი ფეხების მქონე ნიკოლ კიდმანმა ბევრი ძებნის შემდეგ საკუთარ თავში ერთი კომპლექსი მაინც იპოვა. კერძოდ კი, ჰოლივუდის "ოსკაროსანი" ვარსკვლავი არც მეტი, არც ნაკლები ქალური ფორმების არქონას უჩივის: "ვფიქრობ, რომ მამაკაცური აღნაგობა მაქვს. მერჩივნა უფრო მრგვალი ფორმები მქონოდა, ისინი სხეულს უფრო სასურველს ხდიან"- განუცხადა მსახიობმა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში.სინდი კროუფორდი: მოშვებული მკერდირაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 90-იანების სუპერმოდელ სინდი კროუფორდსაც კი აწუხებს კომპლექსები! "მე არასდროს მომწონდა ჩემი მკერდი, " - განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ექს-მოდელმა, - ახალგაზრდობაში ის ძალიან პატარად მეჩვენებოდა, ახლა, კი უკვე ორი მშობიარობის შემდეგ, მან ფორმა სრულიად დაკარგა და მოეშვა, სწორედ ამიტომ, ვცდილობ დეკოლტე არასდროს ვატარო - რადგან ვფიქრობ, რომ ეს არც თუ ესთეტიური სანახავი იქნება", თუმცა ვფიქრობ რომ ამ მშვენიერ ქალბატონს სანერვიულო ნამდვილად არაფერი აქვს, წლების მატებასთან ერთად ის კვლავ შესაშურ ფორმაშია.კეიტ აპტონი: დიდი მკერდიგოგონათა კომპლექსების ჩამონათვალში მკერდი პირველ ადგილზე აღმოჩნდა! აი, მაგალითად, ცნობილ მოდელს, კეიტ აპტონს კი პირიქით, საკუთარი ბუნებრივი "ღირსებები" მოცულობაში საერთოდ არ აკმაყოფილებს და ბევრად უფრო მოკრძალებულ ზომაზე ოცნებობს, და ეს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მამაკაცი მისი ბიუსტით აღფრთოვანებულია. "პატარა მკერდზე ყოველდღე ვოცნებობ, მენატრება ბიუსტჰალტერის გარეშე, წვრილ თასმიანი მოკლე ტოპების ტარება. ვფიქრობ, რომ 1 ზომის მკერდით ცხოვრება გაცილებით უფრო ადვილია!" - განაცხადა ამერიკელმა მოდელმა.142 შეფასება არ არის |