x
მეტი
  • 25.07.2024
  • სტატია:136169
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510404
ხელნაწერი, რომელიც საუკუნეზე მეტია მოსვენებას არ აძლევს მეცნიერებს... ამაზონის ჯუნგლებში გაკეთებული აღმოჩენა

რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 512 ნომრით, საარქივო ხელნაწერი ინახება, რომელიც ბრაზილიის ჯუნგლებში, უძველესი ცივილიზაციის ქალაქის აღმოჩენის შესახებ არის მოთხრობილი. «ისტორიული მოხსენება უცნობი და დიდი დასახლების შესახებ, უძველესი, მცხოვრებლების გარეშე, რომელიც 1753 წელს იქნა აღმოჩენილი» — ასე ჰქვია დოკუმენტს. ხელნაწერში ასევე მითითებულია, მიტოვებულ ქალაქში, ოქროსა და ვერცხლის საბადოების არსებობაზე.


imageხელნაწერის პირველი გვერდის ნაწილი


დოკუმენტი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიკვიაა, პორტუგალიურ ენაზე, დღიურის სახით არის შედგენილი. ის საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ ეს არ აფერხებს უამრავ მკვლევარს და ისინი განძის და მიტოვებული ქალაქის მოსაძებნად, ექსპედიციებს აწყობენ.

«ხელნაწერ – 512», გარკვეული დროის მანძილზე, არქივებში დაიკარგა. ხოლო, 1839 წელს აღმოაჩინეს და ბრაზილიის ისტორიის და გეოგრაფიის ინსტიტუტს შესაფასებლად გადასცეს. დაახლოებით იმ პერიოდში, ბრაზილიამ, რევოლუციის შემდეგ, დამოუკიდებლობა მიიღო და ახალ ერს, სწორედ ასეთი ისტორია სჭირდებოდა. ამიტომ, ამ დოკუმენტმა მაშინვე პოპულარობა მოიპოვა და იქიდან მოყოლებული, თავგადასავლების მოყვარულებს და განძის მაძიებლებს მოსვენებას არ აძლევს.

იდეა, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეები, მაღალგანვითარებული უძველესი ცივილიზაციებით იყო დასახლებული, წლების მანძილზე, სამეცნიერო წრეშიც მუსირებდა. ხოლო, ბოლო წლების კვლევების შედეგად, აშკარა გახდა, რომ ამაზონი, სხვადასხვა კულტურის სახლი ნამდვილად იყო... და როგორც ამბობენ, მათ შორის, ზოგიერთი, მაღალგანვითარებული იყო. ამის მტკიცებულებას კი, ლიდარიული სკანირება (შედეგი 3D გამოსახულებაა) წარმოადგენს, რომელმაც ქვით აგებული სტრუქტურები გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, ამაზონი ადრე, ბევრად უფრო მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო, ვიდრე მეცნიერები თავდაპირველად ვარაუდობდნენ და ასევე ცნობილი გახდა, რომ უძველესი პირამიდები, ბრაზილიის თანამედროვე ტერიტორიაზეც არის.


ხელნაწერი 512


არსებული წყაროების მიხედვით, ამაზონის უძველესი ცივილიზაციების ერთი ნაწილი, უფრო მაღალგანვითარებული იყო, ვიდრე ჩვენთვის, აქამდე ცნობილი ცივილიზაციები. მაგალითად, «ხელნაწერ 512»–ში მოთხრობილია გაბედული მკვლევარების ჯგუფის შესახებ, რომელმაც ექსპედიცია ამაზონის ცენტრში, 1753 წელს მოაწყო... დოკუმენტის თანახმად, მეცნიერებმა იქ ქვის ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც არაფერს ჰგავდა, რაც მათ ოდესმე უნახავთ — ის, იმ დროს არსებული, ყველა ქალაქისგან განსხვავებული იყო და აღწერილობის მიხედვით, ძველი ბერძნული არქიტექტურის ნიმუშებს წააგავდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის შენობების გარე ფასადები, ისეთი წარწერებით იყო გაფორმებული, რომელიც მანამდე, არასოდეს უნახავს.


საინტერესო დეტალები


გარდა ამისა, დოკუმენტი, აღმოჩენილი ქალაქის შესახებ, ბევრ წარმოუდგენელ დეტალს შეიცავს. მაგ., საუბარია ოქროს მონეტების დიდ ტომარაზე, რომელიც მკვლევარებმა უძველეს ქალაქში იპოვეს. გადმოცემით, მონეტაზე მშვილდოსნის სილუეტი იყო გამოსახული, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა. გარდა ამისა, ხელნაწერს თან, ფასადებიდან გადმოხატული ფრაზები ერთვის, რომლის ასოებსაც, წარმოუდგენელი მსგავსება აქვს, ძველბერძნულ და ფინიკიურ ანბანებთან.

მაგრამ, მანუსკრიპტის წარმოუდგენელი დეტალურობის მიუხედავად, ბრაზილიელი არქეოლოგები თვლიან, რომ უძველესი ქალაქის აღმოჩენის ისტორია — სხვა არაფერია, თუ არა მითი...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ცხენი, თუ ტარანი? – ტროას დაცემის რეალური მიზეზი

* უცხოპლანეტელების მთავარი უძველესი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე

* 5 ლოგიკური გამოცანა ჰოლმსებისთვის (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0