მოგზაურობა ცოლ-ქმარი, რომლებიც ატლანტის ოკეანის გადაკვეთას ცდილობდნენ, გარდაცვლილები იპოვეს 21 ივლისი, 18:48 წყვილი, რომელიც იახტით ატლანტის ოკეანის გადაცურვას ცდილობდა, ექვსი კვირის შემდეგ, სამაშველო გასაბერ ნავზე გარდაცვლილები იპოვეს, რომელიც ოკეანემ გამორიყა კანადის სანაპიროს სიახლოვეს.
ბრიტანელი ქალი, 54 წლის სარა პაკვუდი და მისი კანადელი მეუღლე 70 წლის ბრეტ კლიბერი 18 ივნისს დაიკარგნენ. გაუჩინარებამდე 1 კვირით ადრე, მათ ხმელეთი ახალი, 13 მეტრიანი იახტით დატოვეს და აზორის კუნძულებისკენ გაემართნენ. პროფესიით მუსიკოსი, უორკშირის მკვიდრი სარა პაკვუდი და მისი პარტნიორი ბრეტ კლიბერი, თავიანთი იახტის ბორტზე ატლანტის ოკეანის გასწვრივ ამბიციურ მოგზაურობას შეუდგნენ. როგორც ირკვევა, წყვილს 21-დღიანი მოგზაურობა ჰქონდა დაგეგმილი. ამ ეტაპისთვის, გაურკვეველია, რა ვითარებაში დაიღუპა ცოლ-ქმარი. მათი უსიცოცხლო გვამები აღმოაჩინეს პატარა სამაშველო ნავში სეიბლის კუნძულის სანაპიროსთან, ახალი შოტლანდიის სანაპიროდან 180 მილის მოშორებით, მათი გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ. როგორც საგამოძიებო უწყებები იუწყებიან, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიით, რომელზეც კანადური მედია წერს, არის ის, რომ იახტას შესაძლოა დაეჯახა გამვლელი სატვირთო გემი, რომელმაც ვერ შეამჩნია შეჯახება. თუმცა კანადის სანაპირო დაცვას და სამხედრო თვითმფრინავებს იახტის ნამსხვრევები ან მსგავი ნიშანი არ დაუფიქსირებიათ, ასე რომ საკითხი კვლავ ღია რჩება. YouTube არხ Theros Adventures-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც წყვილი საკუთარ მოგზაურობაზე და იმ პრინციპებზე საუბრობდა, მოგზაურობა სახელწოდებით - "მწვანე ოდისეა." წყვილი ვიდეოში ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს აჩვენონ, შესაძლებელია მოგზაურობა წიაღისეული საწვავის დაწვის გარეშე. 219 2-ს მოსწონს
|