ფეხბურთი ხვიჩა კვარაცელია ორსული ცოლის კადრებს ავრცელებს 21 ივლისი, 17:20 საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ინსტაგრამზე მოკლე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ორსულ მეუღლესთან ნიცა თავაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. ნიცა და ხვიჩა პირველი შვილის მოლოდინში არიან. როგორც რამდენიმე ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, იგი ვაჟს ელოდება. როგორც ცნობილი გახდა "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონში 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. მოგეხსენებათ, აქამდე "კვარა" "ნაპოლიში" 77 ნომრიან მაისურით თამაშობდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხვიჩამ მისი საფეხბურთო კერპების გუტისა და კრიშტიანო რონალდოს გამო მიიღო. ბოლოს, "ნაპოლიში" 7 ნომრიანი მაისურით ელიფ ელმასი ასპარეზობდა, რომელმაც კლუბი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და "ლაიფციგში" გადავიდა. ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას თანამშრომლობას 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც ბოლოს შეიძლება 7 მილიონამდე გაიზარდოს. ფეხბურთელი და აგენტი 8 მილიონს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას მოითხოვენ. 141 2-ს მოსწონს
|