სხვა რატომ არის ებრაელების ყველა პლედსა და ზეწარზე სავალდებულო მრგვალი ფორმის ჭრილი? 21 ივლისი, 16:53 მამაკაცების უმრავლესობისთვის განურჩევლად მათი რელიგიისა თუ მრწამსისა ხორციელი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "ამით" კავდებიან როგორც კათოლიკეები, მართლმადიდებლები, პროტესტანტები, მუსლიმები, ებრაელები, ზოროასტრიელები, ინდუსები, სიქები, ბუდისტები და, მორმონებიც კი, თუმცა ბევრი სხვა სარწმუნოებისგან განსხვავებით, სადაც ამ საკითხის იგნორირება ხდება ან ადამიანებს თავად უწევთ ამ ყოველივეს გადაწყვეტა, ან კიდევ უფრო უარესი, ქალისა და მამაკაცის სიახლოვე მხოლოდ გამრავლებისთვის არის მიჩნეული, იუდაიზმში ხორციელ სიყვარულს პირდაპირ ღირებულს უწოდებენ.ებრაელ ბრძენთა ტრაქტატებში განმარტებულიც კია ასეთი საკითხი: რა სიხშირით ევალებათ გარკვეული პროფესიის კაცებს ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულება? ამასთან, გარკვეული შეღავათები ენიჭებათ კონკრეტულად გონებრივი და არა ფიზიკური შრომის მუშაკებს, რადგან პირველი კატეგორია ებრაელებში ტრადიციულად უფრო რთულად ითვლება. სხვათა შორის, ინტიმური ურთიერთობის სიხშირე შეიძლება დაფიქსირდეს ებრაულ საქორწინო კონტრაქტებშიც კი - კარგი სიახლეა ფიზიკურად დაუოკებელი ადამიანებისთვის, რას იტყვით?
კანონიერ ქორწინებაში მყოფ ებრაელებს ერთმანეთის შეხების უფლება ნებისმიერ ადგილას აქვთ. კანონიერი მეუღლისთვის ინტუმურ კავშირზე უარის თქმა სასტიკად იკრძალება, ეს ფაქტი შეიძლება განქორწინების მიზეზადაც კი იქცეს. ინტიმური კავშირის დროს ქალის სურვილები უფრო პირველხარისხოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცმა შესაძლოა საყვედური თავად რაბინისგანაც კი დაიმსახუროს, უარეს შემთხვევაში კი აღნიშნული ფაქტი წყვილს შორის შესაძლოა განქორწინების მიზეზადაც კი იქცეს.ანუ ზეწრის საშუალებით ურთიერთობის დამყარება თავად იუდაიზმის არსს ეწინააღმდეგება, რადგან სიამოვნება ამ შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია. ამასთან დაკავშირებით, "თალმუდში" პირდაპირ ნათქვამია, რომ მეუღლეებს შორის უნდა არსებობდეს "ხორციელი სიახლოვე". ანუ ტანსაცმელი და მით უმეტეს, ზეწარი სრულიად გამორიცხულია. ებრაელებს შორის ინტიმური კავშირის დროს მსგავსი ზეწრის გამოყენების მითი ისეთ სამოსს უკავშირდება როგორიცაა ტალიტი, რომელსაც მართლმადიდებელი ებრაელები ყოველთვის ატარებენ, სხვები კი - მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში.ტალიტი, უფრო სწორად კი, ტალიტ კატანი - გახლავთ სპეციალური ჭრილიანი მოსასხამი თავისთვის, რომელიც ტანსაცმლის ქვეშ იცმევა. ეს არის დიდი მართკუთხა ტილო, ლურჯი ზოლებითა და ბახრამით კუთხეებში. ულტრამართლმადიდებელი ებრაელები მას პირდაპირ მაისურის ქვემოდან ატარებენ და მთელი დღე ასე დადიან. როდესაც ტალიტ კატანი საკიდზე გასაშრობად კიდია, ის ნამდვილად წააგავს ნახვრეტიან ზეწარს. შესაძლოა ეს ებრაელების მეზობლებმა დაინახეს და მცდარი წარმოდგენაც შეექმნათ..ასევე, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ასეთი ამბავიც გავიხსენოთ. იუდაიზმში კატეგორიულად იკრძალება ძმების ცოლებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მათ რძლებზე დაქორწინება უწევთ. თუ ძმა გარდაგეცვლებათ, რომელსაც მეუღლე რჩება, თქვენ მის ქვრივზე უნდა დაქორწინდეთ, რათა ამით ძმის სახელი უკვდავყოთ - თქვენი პირველი შვილიც ძმის შთამომავლად ჩაითვლება. იერუსალიმის "თალმუდი" მოგვითხრობს რაბი იოს ბენ ხალაფტას შესახებ, რომელიც იძულებული გახდა სწორედ ასე მოქცეულიყო, თუმცა მიღებული სიამოვნების შესამცირებლად, მან ზეწარზე წრის ფორმა ამოჭრა და ძმის ქვრივთან სწორედ მისი საშუალებით ამყარებდა ინტიმურ კონტაქტს. უცნობია, მან ეს მხოლოდ პირველად გააკეთა თუ არა, თუმცა ფაქტია რომ მას ამ ქალთან ხუთი შვილი შეეძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი რაბინის ისტორიაა, რომელიც ცდილობდა წარმატების მიღწევას სიმართლის გზაზე. სხვა ებრაელებს მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენიათ.226 შეფასება არ არის |