x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ერთხელ სტუდენტობისას ერთ-ერთ კაფეში გნახეთ..." - რა კომენტარი დაუწერეს მაია ასათიანს?
imageმაია ასათიანი რამოდენიმე წელია გაქრა ტელეკრანიდან. მის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაინც არ ცხრება. ამას ისიც მოწმობს, რომ ყოფილ ტელესახეს "ინსტაგრამზე" 183 ათასი გამომწერი ჰყავს. მაიაც არ აწბილებს თავის გამოწერებს, ხშირად აქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალას, იძლევა სხვადასხვა რჩევებს და ასევე რეკლამას უკეთებს "ალტერბრიჯში" გახსნილ საკუთარ ტელესახელოსნოს, სადაც მსურველებს ტელე–ჟურნალისტიკის ანა-ბანას ასწავლის.


ამას წინათ მაია ასათიანმა მორიგი ფოტო-კოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც ის თეთრ ბრეტელებიან ბოდეშია გამოწყობილი ალისფერ და თეთრ ყვავილების ფონზე.

image

ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მაიას ასეთი კომენტარი დაუწერა:



"როგორ მომენატრა თქვენი ხშირად ნახვა, ნამდვილი დღესასწაული იყო პირადად ჩემთვის. ერთხელ სტუდენტობისას, ერთ-ერთ კაფეში გნახეთ. გეფიცებით, ჩემს ზურგს უკან იჯექით მაგრამ აი, არ ვიცი, ვერ ავხსნი რა იყო ეს... თქვენმა ქარიზმამ და ენერგიამ მომაბრუნა, კარგად მახსოვს გრძელი შავი კაბა გეცვათ.... მოკლედ, ასე ქალს სულ რამდენჯერმე ვყავარ მოხიბლული, ძალიან დიდი ხანი იყავით ჩემთვის ინსპირაცია ..... ❤️❤️❤️❤️ ბედნიერებას გისურვებთ"...



შეგახსენებთ, მაია ასათანი უმეტესად ცნობილი გახდა, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი, სადაც მოწვეული სტუმრები - ცნობილი თუ უცნობი ადამიანები საუბრობდნენ თავიანთ რეალურ ისტორიებზე.


2007 წელს გადაცემა ტელეკომპანია "მზის" ეთერში გადიოდა, 2008 წლიდან კი მაუწყებლობა "რუსთავი 2-ზე" დაიწყო. გადაცემა 2021 წლის 25 მარტს რუსთავი 2-ზე უკანასკნელად გავიდა, იმის შემდეგ რაც შორენას ეფექტი დაიხურა და გადაცემების გუნდმა არხი დატოვა. იმავე წლის აპრილში, მოლაპარაკებების შემდეგ, „პროფილი“ TV პირველის ეთერში დაბრუნდა, თუმცა იქაც ცოტა ხანი იარსება და დაიხურა.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0