x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 შემთხვევა, როდესაც სელებრითებს თავი საჯაროდ მოეჭრათ

image


ჰოლივუდის ვარსკვლავებს ზღვარგადასული პოპულარობა არაერთგვაროვან სიტუაციებში ხშირად ამყოფებს. ზოგიერთი სელებრითის ჩაცმულობასთან დაკავშირებული უხერხული შემთხვევები როგორც წესი, ყოველთვის ხდება საჯარო განხილვის საგანი, ასე მოხდა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებთანაც. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ის უხერხული კონფუზები, რომელიც შეუმჩნეველი არც მსოფლიო პრესას დარჩენია.




ჯენიფერ გარნერი


image



ჯენიფერ გარნერმა ერთხელ თაყვანისმცემლებთან საკმაოდ გულახდილად აღიარა, რომ ძალიან უყვარს მაკორექტირებელი თეთრეული, ხოლო აი, ამ ფოტოზე მან მთელს მსოფლიოს საჯაროდ დაუმტკიცა, რომ მის გარეშე გასვლა წითელ ხალიჩაზეც კი არ შეუძლია, მაშინ როდესაც სხვა ვარსკვლავები ღონისძიებაზე თამამი კაბებით ბრწყინავდნენ, გარნერი თავისი მაკორექტირებელი ტრუსებით "ანათებდა".




შანინა შეიკი


image


შანინა შეიკის ეს უჩვეულო კაბა ერთი შეხედვით ძალიან შთამბეჭდავად და მოდურადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ განსაკუთრებით ამ სუპერმოდელის სხეულზე, თუმცა თუ მას მეორე მხრიდან შეხედავთ, თქვენ წინაშე საკმაოდ მოულოდნელი "ხედი" გადაიშლება, ეს მეტ-ნაკლებად მისი უფრო მოკრძალებული ფოტოა. ინტერნეტქსელში კი შეგიძლიათ მისი გაცილებით უფრო თამამი კადრების მოძიებაც.





ლედი გაგა

image


ლედი გაგა - უხერხული სიტუაციების ნამდვილი დედოფალია. მაგალითად, ერთ - ერთ კონცერტზე სცენაზე გამოსვლისას პოპ-მომღერლს ტყავის შარვალი საკმაოდ უხერხულ ადგილას გაერღვა, თუმცა სელებრითი თავის ყველა წარუმატებლობას "შავ პიარად" ოსტატურად აქცევს ხოლმე, რასაც პუბლიკა მომხდარის შემდეგ კიდევ დიდხანს განიხილავს.




კორტნი ლავი


image


სავარაუდოდ, არც ერთ ვარსკვლავს არ შეუძლია იმ რაოდენობის პლასტიკური ოპერაციებით ტრაბახი რამდენითაც კორტნი ლავს. მისმა მკერდმა უკვე რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოასწრო, რამაც მომღერლის კანსა და მისი მკერდის ფორმაზე არც თუ დადებითი გავლენა იქონია. ისე, საინტერესოა კორტნიმ ასეთი ღრმა დეკოლტე საკუთარი "ღირსებების" კიდევ უფრო უკეთ წარმოსაჩენად შეარჩია თუ უბრალოდ ყურადღების მიპყრობის მიზნით?



პრიანკა ჩოპრა


image


ინდოელი ლამაზმანი ყურადღების ცენტრში ძალიან უსიამოვნო მიზეზის გამო აღმოჩნდა. სელებრითის კაბის მეტისმეტად ღრმა დეკოლტე მისი "ღირსებების" ფორმას სრულიად არ შეესაბამებოდა. აღნიშნული ინციდენტი სწორედ იმის ნათელი დასტურია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩაცმულობის შერჩევისას სხეულის გარკვეულ დეტალებზე მეტი ყურადღების გამახვილება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ეხება.








0
265
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
265