შოუბიზნესი 5 შემთხვევა, როდესაც სელებრითებს თავი საჯაროდ მოეჭრათ 21 ივლისი, 15:24 ჰოლივუდის ვარსკვლავებს ზღვარგადასული პოპულარობა არაერთგვაროვან სიტუაციებში ხშირად ამყოფებს. ზოგიერთი სელებრითის ჩაცმულობასთან დაკავშირებული უხერხული შემთხვევები როგორც წესი, ყოველთვის ხდება საჯარო განხილვის საგანი, ასე მოხდა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებთანაც. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ის უხერხული კონფუზები, რომელიც შეუმჩნეველი არც მსოფლიო პრესას დარჩენია.ჯენიფერ გარნერიჯენიფერ გარნერმა ერთხელ თაყვანისმცემლებთან საკმაოდ გულახდილად აღიარა, რომ ძალიან უყვარს მაკორექტირებელი თეთრეული, ხოლო აი, ამ ფოტოზე მან მთელს მსოფლიოს საჯაროდ დაუმტკიცა, რომ მის გარეშე გასვლა წითელ ხალიჩაზეც კი არ შეუძლია, მაშინ როდესაც სხვა ვარსკვლავები ღონისძიებაზე თამამი კაბებით ბრწყინავდნენ, გარნერი თავისი მაკორექტირებელი ტრუსებით "ანათებდა".შანინა შეიკიშანინა შეიკის ეს უჩვეულო კაბა ერთი შეხედვით ძალიან შთამბეჭდავად და მოდურადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ განსაკუთრებით ამ სუპერმოდელის სხეულზე, თუმცა თუ მას მეორე მხრიდან შეხედავთ, თქვენ წინაშე საკმაოდ მოულოდნელი "ხედი" გადაიშლება, ეს მეტ-ნაკლებად მისი უფრო მოკრძალებული ფოტოა. ინტერნეტქსელში კი შეგიძლიათ მისი გაცილებით უფრო თამამი კადრების მოძიებაც.ლედი გაგალედი გაგა - უხერხული სიტუაციების ნამდვილი დედოფალია. მაგალითად, ერთ - ერთ კონცერტზე სცენაზე გამოსვლისას პოპ-მომღერლს ტყავის შარვალი საკმაოდ უხერხულ ადგილას გაერღვა, თუმცა სელებრითი თავის ყველა წარუმატებლობას "შავ პიარად" ოსტატურად აქცევს ხოლმე, რასაც პუბლიკა მომხდარის შემდეგ კიდევ დიდხანს განიხილავს.კორტნი ლავი
|