ტენდენცია "no bra — no problems!" სულ უფრო პოპულარული ხდება ცნობილ ადამიანებში. ("არა ბიუსტჰალტერი, არანაირი პრობლემა!"). სურათები, რომლებიც ნათლად ასახავს გარდერობის ამ ნივთის არარსებობას, უკვე წარმოადგინეს ქეით მოსმა, კენდალ ჯენერმა და სხვა ცნობილმა მოდერებმა. წარმოგიდგენთ კიდევ 13 ვარსკვლავს, რომლებსაც არ უყვართ ბიუსტჰალტერის ტარება და ამას არც მალავენ:
1. რიანა
რიანა ცნობილია პროვოკაციული სამოსის სიყვარულით - გამჭვირვალე კაბები მისთვის სრულიად „ყოველდღიური“ ამბავია...
2. ლედი გაგა
ეპატაჟური ლედი გაგას სამოსი რამდენიმე წლის წინ უფრო თამამი იყო.
3. კენდალ ჯენერი
მოდელი წითელ ხალიჩაზეც და ქუჩაშიც ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი არ იცვამს ბიუსტჰალტერს.
4. ნაომი კემპბელი
„შავმა პანტერამ“ ნაომი კემპბელმა შეინარჩუნა შესანიშნავი ფიზიკური ფორმა, რომლის დამალვაც საჭიროდ არ მიაჩნია - სუპერმოდელი შიშველ სხეულზე თამამად იცვამს ყველაზე გამოკვეთილ „შიშველ“ კაბებს.
5. ჯენიფერ ენისტონი
მსახიობს ჯერ კიდევ სერიალ “მეგობრები"-ს გადაღებებიდან განსჯიდნენ ბიუსტჰალტერის გარეშე ეკრანზე გამოჩენისთვის, უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია მოდაში სწორედ მან შემოიტანა.
6. ჰაიდი კლუმი
ჰაიდი კლუმს, სხვათა შორის, არ უყვარს არა მხოლოდ ბიუსტჰალტერები, არამედ საცურაო კოსტიუმების ზედა ნაწილიც კი - მოდელი სანაპიროზე თითქმის შიშველი დადის.
7. ქეით მოსი
მოდელს მსგავსი “ლუქით" ხშირად ნახავთ ფოტოებზე
8. ლინდსი ლოჰანი
ახლა, როგორც ჩანს, ლინდსი ლოჰანი საბოლოოდ დაწყნარდა. მაგრამ ადრე, წითურ მსახიობს ხშირად "ავიწყდებოდა" საცვლების ჩაცმა წვეულებებიდან არაფხიზელ მდგომარეობაში გამოდიოდა.
9. კიმ კარდაშიანი
რეალითი შოუს ვარსკვლავისთვის მსგავსი გამჭვირვალე სამოსი პროვოკაციულად სულაც არ ითვლება.
10. კრისი ტაიგენი
ცნობილი მოდელი ასევე თამამი ლუქების მოყვარულია.