x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138948
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
"კაიფში“ ვიყავი, ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ... როგორ მოვკალი, არ მახსოვს" - ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული
image

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და არაფერი ახსოვს.


„კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს, - ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა.


როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.


ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

მას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა, ხომ ნამდვილად ასე განუცხადა მას ბრალდებულმა, რასაც, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.

"ხელითაც შევხებივარ.. "კაიფში" ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე", - ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა.

უფრო ადრე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა მოკ­ლუ­ლი ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი და.

პრო­კუ­რო­რის თქმით, დის მიერ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ზე სა­ჯა­როდ ვერ ისა­უბ­რებს, რად­გან ის არას­რულ­წლო­ვა­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კი­თხვის ნა­წილ­ში სხდო­მა და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, დამ და­ა­დას­ტუ­რა, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და მისი დის­გან.

"რაც შე­ე­ხე­ბა მი­მო­წე­რებს, ჩვენ საქ­მე­ში გა­მო­თხო­ვი­ლი გვაქვს, რო­გორც წინა დღის, ისე წინა პე­რი­ო­დის მი­მო­წე­რე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცალ­კე აღე­ბუ­ლი არ ვი­ხი­ლავთ ამ მე­სი­ჯებს. წინა პე­რი­ო­დის მე­სი­ჯე­ბი მი­უ­თი­თებს იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რო­გორ ექ­ცე­ო­და ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს, რა სი­ტყვე­ბით, უცენ­ზუ­როდ მო­იხ­სე­ნი­ებ­და მას, რო­მელ­საც შემ­დეგ სხდო­მა­ზე გა­მო­ვიკ­ვლევთ. გარ­დაც­ვლი­ლის არას­რულ­წლო­ვან­მა დამ და­ა­დას­ტუ­რა, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი [ცინ­დე­ლი­ა­ნი მხრი­დან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე]", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

ამას­თან, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ფსი­ქი­ატ­რი, რო­მელ­მაც პრო­კუ­რო­რის თქმით, და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლილ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჰქონ­და მძი­მე დეპ­რე­სი­უ­ლი ფონი და მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნა.ასევე სავარაუდოდ დამნაშავე ქალს ფულსაც სძალავდა.


ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0