„კარფურის” ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც
საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად
განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის.
ახალი მაღაზია კახეთის გზატკეცილის მე-16 კმ-ზე გაიხსნა, რომელიც
მომხმარებლებს ყოველდღიურად, დილის 09:00-დან საღამოს 22:00-მდე
მოემსახურება და მათ მრავალფეროვან, უახლეს სერვისებს მიაწვდის, რაც
გულისხმობს ერთ სივრცეში ყველა საჭირო ნივთის შეძენის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, 19 და 20 ივლისს კახეთის გზატკეცილის ფილიალში მისულ
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დახარჯული თანხის 10% ქულების
სახით დაუბრუნონ მაიქლაბზე. შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბზე“ დაგროვებული
ქულების გადაცვლა შესაძლებელია „კარფურის” სასურველი პროდუქტის ან
ნივთის შესაძენად.
ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და
საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს ხელმისაწვდომ ფასად
სთავაზობს. მათ შორისაა სურსათი, ბიო პროდუქტები, ჯანსაღი კვება, ბავშვის
მოვლა, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, „კარფურის” მიერ
წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ
განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ
სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების
სალაროებითა და ონლაინშოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია, მაღალი
ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ
ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.
R