x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუმინეთში 1000 დათვის მოკვლა გადაწყვიტეს
image

19 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ რუმინეთმა 1000 დათვის მოკვლა გადაწყვიტეს.


რუმინეთის პარლამენტმა გოგონაზე თავდასხმის შემდეგ დათვების დახოცვას მხარი დაუჭირა.




რუმინეთის პარლამენტმა გადაწყვიტა ცეცხლსასროლი იარაღით 1000 დათვი განადგურდეს, ამის შესახებ Antena 3-ი იუწყება.



მტაცებლების დახოცვა პრაჰოვას მხარეში თავდასხმის შემდეგ იქნა დაშვებული, სადაც 9 ივლისს დათვმა 19 წლის გოგონა დაგლიჯა.



ახალგაზრდა წყვილი კარპატების მთისწინეთში ტურისტულ ბილიკზე დათვს შეეჩეხა. წყვილი გაიქცა, მაგრამ გოგონას ფეხი დაუცდა და დაეცა. მხეცი დაეწია და ტყეში გაიტაცა. როდესაც მაშველები მივიდნენ, ახალგაზრდა მამაკაცი უვნებელი დახვდათ, გოგონა და დათვი კი ფერდობიდან 100 მეტრში იპოვეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ცდილობდნენ მიახლოებას, მაგრამ ცხოველი მათკენ იწევდა და თავის ნადავლს იცავდა. საბოლოოდ დათვს შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირემ ესროლა და მოკლა.


რიგგარეშე შეხვედრაზე რუმინეთის პარლამენტმა დაასკვნა, რომ დათვები გადაიქცნენ პრობლემად.



ამ ქვეყანას აქვს ამ მტაცებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულაცია მსოფლიოში- დაახლოებით 8000 ინდივიდი. ბოლო 20 წლის განმავლობაში მათ 26 ადამიანი მოკლეს და კიდევ 274 დაჭრეს. პარლამენტარებმა 2024 და 2025 წლებში 1000 დათვის განადგურების კვოტა დაამტკიცა.

0
201
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0