ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი გამოჩნდა პროგრამა, რომელიც მამაკაცის ხელის მიხედვით გებულობს პენისის ზომას 2024, 18 ივლისი, 15:50 ![]() საერთო ჯამში, აპლიკაციაში გამოყოფილია შვიდი ტიპის პენისი: ბანანი, მრუდე, კიტრი, დიდი ლულა, დიდი თავი, სოკო ან ფანქარი. აპლიკაციის ღირებულება თვეში მხოლოდ სამ დოლარზე ოდნავ მეტია (დაახლოებით 8, 5 ლარი). 40 წლის ტრიინ რანდლო ამტკიცებს, რომ ანატომისტთა და ფიზიოთერაპევტთა გუნდი მონაწილეობდა აპლიკაციის შემუშავებაში. მისი თქმით, პროგრამის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც მეცნიერებმა მას აუხსნეს, რომ „ მამაკაცების ხელების პროპორციებით შეგიძლიათ დაადგინოთ, თუ რა უდევთ შარვალში და რომ თუ თქვენი სხეულის პროპორციები ემთხვევა თქვენი პარტნიორის პროპორციებს, დიდი ალბათობით გექნებათ შესანიშნავი სექსუალური ცხოვრება." ![]() რენდლი და მისმა ცნობისმოყვარე გუნდის თქმით ხელს ბევრი რამის თქმა შეუძლია: როდესაც წყვილის პროპორციები მსგავსია, უფრო მაღალია ფიზიკური შერწყმის ალბათობა, რაც ზრდის შესანიშნავი სექსის შანსებს. ![]() აპლიკაცია იყენებს 21 ფორმულას, მათ შორის თითის სიგრძეს, ასევე ალგორითმს, რომელიც ატარებს სკანირებას და გეტყვით ყველაფერს, რისი ცოდნაც გსურთ შარვალში ჩახედვის გარეშე. ![]() New York Post-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს აპლიკაცია ერთ-ერთი კოლეგის ხელების მიხედვით გამოეცადათ. ექსპერიმენტი ჩაფლავდა: აპლიკაციის მიერ მოცემული აღწერა არასწორი აღმოჩნდა. 249 1-ს მოსწონს
|