x
მეტი
  • 18.08.2024
  • სტატია:136593
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510850
გამოჩნდა პროგრამა, რომელიც მამაკაცის ხელის მიხედვით გებულობს პენისის ზომას
image

ესტონელმა ქალმა მეწარმემ ტრიინ რანდლომ შეიმუშავა აპლიკაცია მამაკაცის ხელის ფოტოს მიხედვით პენისის ზომისა და ფორმის დასადგენად. ამის შესახებ New York Post-ი წერს.


საერთო ჯამში, აპლიკაციაში გამოყოფილია შვიდი ტიპის პენისი: ბანანი, მრუდე, კიტრი, დიდი ლულა, დიდი თავი, სოკო ან ფანქარი. აპლიკაციის ღირებულება თვეში მხოლოდ სამ დოლარზე ოდნავ მეტია (დაახლოებით 8, 5 ლარი).


40 წლის ტრიინ რანდლო ამტკიცებს, რომ ანატომისტთა და ფიზიოთერაპევტთა გუნდი მონაწილეობდა აპლიკაციის შემუშავებაში. მისი თქმით, პროგრამის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც მეცნიერებმა მას აუხსნეს, რომ „ მამაკაცების ხელების პროპორციებით შეგიძლიათ დაადგინოთ, თუ რა უდევთ შარვალში და რომ თუ თქვენი სხეულის პროპორციები ემთხვევა თქვენი პარტნიორის პროპორციებს, დიდი ალბათობით გექნებათ შესანიშნავი სექსუალური ცხოვრება."



imageფოტოზე:ტრიინ რანდლო


რენდლი და მისმა ცნობისმოყვარე გუნდის თქმით ხელს ბევრი რამის თქმა შეუძლია: როდესაც წყვილის პროპორციები მსგავსია, უფრო მაღალია ფიზიკური შერწყმის ალბათობა, რაც ზრდის შესანიშნავი სექსის შანსებს.

image

ვებსაიტი საშუალებას აძლევს ცნობისმოყვარეებს მიიღოს უამრავი ინფორმაცია - უბრალოდ ატვირთეთ როგორც მამაკაცის ხელის ფოტო, ასევე თქვენი, რომელიც მოგცემთ არა მხოლოდ დამაჯერებელ დეტალებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ მის ფეხებს შორის, არამედ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორია თქვენი თავსებადობის შანსები.


აპლიკაცია იყენებს 21 ფორმულას, მათ შორის თითის სიგრძეს, ასევე ალგორითმს, რომელიც ატარებს სკანირებას და გეტყვით ყველაფერს, რისი ცოდნაც გსურთ შარვალში ჩახედვის გარეშე.


image




New York Post-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს აპლიკაცია ერთ-ერთი კოლეგის ხელების მიხედვით გამოეცადათ. ექსპერიმენტი ჩაფლავდა: აპლიკაციის მიერ მოცემული აღწერა არასწორი აღმოჩნდა.

0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0