შოუბიზნესი ცნობილების სკანდალური ფოტოსესია ბეტინა რეიმსის ობიექტივში 18 ივლისი, 12:39 ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ. ისტორიული ფოტოები არის გზა დიდ სამყაროზე ერთიანი ხედვის შემოსატანად. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ფოტოა იმისათვის საჭირო, რომ ადამიანისთის თვალისვის მარტივი აღსაქმელი გახდეს იმ წარმოუდგენელი ადგილების შესახებ, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გვექნება კრებული, სადაც თვითონ ფოტოები ყვებიან ამბავს, იშვიათს, რომლებიც თქვენს წარმოდგენას თავდაყირა დააყენებს. ბეტინა რეიმსი პოპულარული და ძალზედ პატივსაცემი ფრანგი ფოტოგრაფია. მან შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს დაიწყო, იმ დროს ბეტინამ გადაიღო სტრიპტიზატორები და აკრობატები და შემდეგ ეს ფოტოები გაიტანეს მის პირველ გამოფენაზე. დროთა განმავლობაში ბეტინას სტილი უფრო მიზმიდველი ხდებოდა მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და მათ, ფოტოგრაფს შესთავაზეს რომ ჟურნალების გარეკანისთვის გადაეღო შოუბიზნესის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ვარსკვლავები. მისი ნამუშევრები მიჩნეულია როგორც სკანდალური. თავად ბეტინა ამბობს: "მე მიყვარს ხორცი, კანი"... და, თუ რატომ აღიქვამენ მის შემოქმედებას სკანდალურად, დღევანდელ კრებულში შეიტყობთ. ცნობილების სკანდალური ფოტოსესია ბეტინა რეიმსის ობიექტივში1. მონიკა ბელუჩი. 2. მარიონ კოტიარი. 3. ელიზაბეტ ბერკლი. 4. სელმა ჰაიაკი და ლივ ტაილერი. 5. ანჯელინა ჯოლი. 6. მადონა. 7. კლაუდია შიფერი და სიბილ ბაკი. 8. ხიზერ გრემი. 9. შერონ სტოუნი. 10. ვანესა პარადი. 11. ლივ ტაილერი. 12. ბრუკ შილდსი. 13. ელიზაბეტ ჰიორლი. 14. რიზ უიზერსპუნი. 15. ჟულიეტ ბინოში. 16. ქეით უინსლეტი. 17. ნაომი კემპბელი. 476 3-ს მოსწონს
"ფატალური ჰოლივუდური დრამა": ფოტოგრაფმა გადაიღო ნამდვილი მკვლელობა, რისთვისაც ფული და დიდება მოიპოვა "ახლა ხომ ჩანს?! აი ეს არის სწორედ ხელისუფლებისთვის "მუშაობა", რასაც ეს "ცოლქმარი" ეწევა"- რას წერს თაკო ჩარკვიანი |