საქართველო "ახლა ხომ ჩანს?! აი ეს არის სწორედ ხელისუფლებისთვის "მუშაობა", რასაც ეს "ცოლქმარი" ეწევა"- რას წერს თაკო ჩარკვიანი 18 ივლისი, 13:12 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებული მორატორიუმის დარღვევისთვის "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს მწვავედ აკრიტიკებს:"მორატორიუმი გამოვაცხადოთ ოპოზიციამ ( ერთმანეთის მიმართ ლოიალურები ვიყოთო) და კი ბატონო თქო დავთანხმდით-შევთანხმდით თითქოს და ახლა ტვ პირველზე ყოფილი ხელისუფლების დროს მაღალჩინოსანმა გიგა ბოკერიამ ( უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ) ციხეში მყოფ სააკაშვილზე ისაუბრა ისევ ცრუ ბრალდებებით და ქვების სროლით, ნუ როგორც სჩვევიათ მას და მის მეუღლეს, ისევ ლანძღვით და თან “ოსტატურად" ცრუ ინტერპრეტირებას ეწეოდა ურცხვად და უტიფრად ღია ეთერში :"სააკაშვილი და ქართული ოცნება ზუსტად ერთნაირად საუბრობენო, განსხვავებას ვერ ნახავთო".ჰოდა მორატორიუმი ამათ როგორ ესმით იცით? ჩვენზე არ ისაუბროთ და სააკაშვილზე "ხსნილიაო". მორატორიუმი კი არა, ეს "ციხის ბუნტის” დროს დარბევის “ავტორ-შემსრულებელი” ( იხ.ელენე თევდორაძის ღია ჩვენება) და 30 წლიანი პროვოკატორი ბოკერია უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში, მართლა აღარ შეიძლება. ასეთი დიდი ღალატით -ამდენი მოღალატით და არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემით ნებისმიერ პრეზიდენტს “აუფეთქებ” გინდა ციხეს შიგნიდან და გნებავთ გარეთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ( მითუფრო პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, სადაც რუსეთის უშიშროებას სტრუქტურებში ფესვები გადგმული ჰქონდა და ახლაც -ჯერ კიდევ აქვს) “აუფეთქეს” კიდეც, რადგან მოაძულეს შეაზიზღეს ხალხს თავი და ზუსტად “ბოკერიას და ტიპების” გამო იყო ხალხი ოპოზიციაში ( მათშორის მეც ოპოზიციაში ვიყავი ყოფილი ხელისუფლების დროს), რა მოუნელებელი, ავადმყოფური ბოღმა აქვთ ამ სააკაშვილის, ამ ცოლ-ქმარს და ეს ბოღმა ხომ იმ წლებშიც ჰქონდათ?? ჰოდა, რას და როგორ პროვოკატორობდნენ ახლა თავად წარმოიდგინეთ, ახლა ხომ ჩანს?!ამასთან- ამ ბოკერიასთან “რაის”მორატორიუმი???!!!მორატორიუმი ცალმხრივი არ გამიგია ჯერ!!!ორმხრივია მორატორიუმი- ორმხრივი!!!!!აი ეს არის სწორედ ნიღილიზმის დათესვა და ხელისუფლებისთვის “მუშაობა”, რასაც ეს “ცოლქმარი” ეწევა, რას და ვის ემსახურებიან წლებია მკვეთრად ჩანს და იმიტომაც მიუჩინა ხალხმა ”საკადრისი” ადგილი."- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.588 შეფასება არ არის |