სხვა
მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი: ექსპერტებმა მეცნიერული გზით დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია
18 ივლისი, 10:58
![მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი:
ექსპერტებმა მეცნიერული გზით
დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202407/2024071808533786669.png)
ცოტა ხნის წინ, ლონდონის მოწინავე კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრმა საინტერესო კვლევა ჩაატარა. ექსპერტებმა შეისწავლეს სამეფო დინასტიის ყველა წარმომადგენლის გარეგნობა და დაასკვნეს, სამეფო ოჯახის წევრებს შორის ვისი სახე უფრო შეესაბამებოდა ე.წ. "ოქროს კვეთის" პროპორციებს.
![მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი:
ექსპერტებმა მეცნიერული გზით
დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202407/2024071808540086669.jpg)
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სწორედ მეგანის სახე უფრო პროპორციულია, ვინაიდან ის "ოქროს კვეთას" 87, 4%-ით შეესაბამება, რაც შეეხება ხალხის რჩეულს, ქეით მიდლტონს, მან 86, 8%-ით მეორე ადგილი დაიკავა.
![მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი:
ექსპერტებმა მეცნიერული გზით
დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202407/2024071808541886669.jpg)
![მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი:
ექსპერტებმა მეცნიერული გზით
დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202407/2024071808543886669.jpg)
"მეგანს თითქმის 98, 5%-ით სრულყოფილი ცხვირი აქვს, თვალები სიმეტრიულად აქვს განლაგებული, ხოლო მისი მშვენიერი V-ფორმის ნიკაპი ბევრად უფრო შეესაბამება კლასიკურ სტანდარტებს, ვიდრე ქეით მიდლტონის", - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიანა დე სილვამ.
![მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი:
ექსპერტებმა მეცნიერული გზით
დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202407/2024071808550986669.jpg)
მთლიანობაში, ჯამური ქულით 87, 4%-ით ლიდერი მეგან მარკლი აღმოჩნდა. სიაში მეორე ადგილი დაიკავა კემბრიჯის ჰერცოგინიამ (86, 8%), მესამე პოზიციას ზარა ფილიპსი (81, 6%) დასჯერდა, ხუთეულში ასევე მოხვდნენ პრინცესები ბეატრისი (80, 7%) და ევგენია (79, 3%).
![მეგან მარკლი თუ ქეით მიდლტონი:
ექსპერტებმა მეცნიერული გზით
დაადგინეს ვინ უფრო ლამაზია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202407/2024071808544286669.jpg)