x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გერმანიის კაპიტულაცია და 7000-ზე მეტი თვითმკვლელობის ფაქტი ბერლინში

1945 წელს ბერლინში 7000-ზე მეტი თვითმკვლელობა დაფიქსირდა, თუმცა, რეალურად, ასეთი ფაქტი უფრო მეტი იყო. ომის შემდგომი პერიოდის ქაოსში, ოფიციალური სტატისტიკით მიღმა, არაერთი შემთხვევა დარჩა. ხშირ შემთხვევაში, მშობლებმა ჯერ შვილებს ხოცავდნენ, ხოლო შემდეგ, თავს იკლავდნენ. მაღალჩინოსნები და სამხედრო ჩინოვნიკები თვითმკვლელობისთვის ციანიდის კაფსულებს, ან ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ. ხოლო, რიგითი ადამიანები თავს იხრჩობდნენ, ან ფანჯრებიდან ხტებოდნენ...


image


ეს ვითარება კი, თავად ჰიტლერის მიერ იყო პროვოცირებული, რომელმაც ომის დროს, არაერთხელ განაცხადა, რომ გერმანელებისთვის თვითმკვლელობა უფრო მისაღები იყო, ვიდრე დამარცხება. ომის მსვლელობის მთელ პერიოდში, ამას იმეორებდა სახელმწიფო პროპაგანდაც... შედეგად, გერმანიის მოქალაქეების ნაწილს, ქვეყნის კაპიტულაციის შემთხვევაში, თვითმკვლელობა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა...

გავრცელებული ჭორების მიუხედავად, დღეს უკვე უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რომ თავად ჰიტლერმაც, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.* 1945 წლის 30 აპრილს, სადილის შემდეგ, დიქტატორმა რეიხ–კანცელარიის ბუნკერის მობინადრეებს გამოუცხადა, — "სიკვდილის დრო მოვიდაო" და ყველას კალიუმის ციანიდის ამპულები ჩამოურიგა. ის გამოემშვიდობა გებელსს, ბორმანს და სხვა თანამოაზრეებს, ხელი ჩამოართვა საკუთარ ადიუტანტს გიუნშეს და ამერიკელებთან, ან ბრიტანელებთან მოხვედრა უსურვა. ამის შემდეგ, ფიურერი, ევა ბრაუნთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჰიტლერის საყვარელი კაბა ეცვა, ცალკე ოთახში განმარტოვდა. გიუნშემ ოთახის კარი მიხურა და სადარაჯოდ, იქვე დადგა...
შემდეგ მომხდარის შესახებ, გიუნშეს მოგონებები, ჰიტლერის ყოფილმა მდივანმა ტრაუდლ იუნგემ (Gertraud «Traudl» Junge) თავის მემუარებში მოიყვანა. «ყველაფერი, ალბათ, 10 წუთს გრძელდებოდა, ვიდრე სამარისებური სიჩუმე, გასროლის ხმამ არ დაარღვია. ფიურერმა პირში ისროლა, ხოლო მანამდე, საწამლავის ამპულა დაღეჭა. მისი თავის ქალა ორ ნაწილად გაიყო და საშინლად გამოიყურებოდა. ევა ბრაუნს საკუთარი პისტოლეტით არ უსარგებლია, — მხოლოდ შხამი მიიღო. ჩვენ ორივე გვამი პარკში გავიტანეთ და ბუნკერის შესასვლელთან ახლოს, ბომბის აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ ორმოში მოვათავსეთ. შემდეგ, ბენზინი გადავასხით და ბუნკერის შესასვლელიდან ცეცხლმოკიდებული ჩვარი ვესროლე. ორივე გვამი, იმ წუთშივე, ცეცხლის ალში გაეხვა», — ჰყვებოდა ადიუტანტი.


* 1945 5 მაისს, ვიდრე გერმანია კაპიტულაციას გამოაცხადებდა, სტალინის დავალებით, ბერია, კონტრდაზვერვის თანამშრომლებთან ერთად, საიდუმლოდ, ჰიტლერს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა. ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციის შესახებ, წლების შემდეგ, თავად კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ვ. და ელ. რჟევსკებმა, საკუთარ მემუარებში გაასაჯაროვეს. გარდა ამისა, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, "გრიფით საიდუმლო" ჰიტლერის დოსიესაც მოეხსნა და მისი ნახვა, უკვე ყველა მსურველს შეუძლია. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეს "პრევენციული ომი არ იყო"! – სსრ კავშირთან ომის დაწყების რეალური მიზეზი

* ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულნი – ყველაზე დიდი "მაგები", ზოდიაქოს ნიშნებს შორის

* ეს ნამდვილი სიგიჟეა – უცნაური ავტომობილები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0