x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"2006 წლიდან ხელისუფლებამ სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვიქცია და ახლაც იმავეს აგრძელებენ" - ვეტერანი მფრინავი რუსლან გვარაძე

შეიძლება იყოს aircraft გამოსახულება

ვეტერანი მფრინავი, რუსლან გვარაძე ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მიმართვას ავრცელებს:

– საქართველოს პრეზიდენტსს-ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს-ბატონ შალვა პაპუაშვილს.
საქართვერლოს პრემიერ მინისტრს-ბატონ ირაკლი კობახიძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს-ბატონ რატი ბრეგაძეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს-ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პარლამენტის-ერთიანი ნაციონალორი მოძრაობა, ძალა ერთობაშია-ფრაქციის თავმჯდომარეს-ქალბატონ თინათინ ბოგუჩავას საქართველოს.პროფესიული კავშირების-თავმჯდომარეს-ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ-ლევან იოსელიანს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს-ქალბატონ ნონა ქურდოვანიძეს საქართველოს იუსტიციის.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს-ქალბატონ ნინო ქადაგიძეს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის.შაბათის წამყვანს-ბატონ ნოდარ მელაძეს
ა.შ.შ.-ს ელჩს საქართველოში-ქალ-ბატონ რობინგ დანიგანის საქართველოში-ევრო კავშირის ელჩის წარმომადგენელს -ბატონ პაველ ჰერჩინსკის
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) ს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას

ქალბატონებო და ბატონებო!

მე ვარ ქ.ვიბორგის 1971-1974 წლის საავიაციო სასწავლებლის კურსდამთავრებული-(ლენინგრადის ოლქი). 1981-82 წ.წ.-სამ თვიანი სრული კურსის-გავლა მომიწია ქ.კრემენჩუგის საფრენესნო სასწავლებელში-მი 8 ტიპის ვერტმფრენზე ბორტექანიკოსის თანამდებობაზე (უკრაინა-პოლტავის ოლქი) 1987 წელს მი 8 ტიპის ვერტმფრენის ავარიის შემდეგ, მე როგორც მფრინავმა მივიღე სხეულის დაზიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებით-სახელმწიფოს დაავალა, ჩემს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების გადახდა.საბჭოთა მანეთებში.რაც ცხადყობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია და უნდა იზრუნოს ჩემზე.
1997 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით გადამიანგარიშეს და დამენიშნა 292 ლარი.ხოლო სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის 2000 წლის შიდა ბრძანების საფუძველზე გადამიანგარიშდა 760 ლარი.რასაც ვღებულობდი სრულად.სხვაობა შეადგენდა 481 ლარს.
ეს ანალოგიური შემთხვევა ავარიის სახით.ჩვენ მოგვიხდა მთა-თუშეთში.როგორც 2022 წელს გუდაურში მომხდარი-იგივე მი 8 ტიპის ვერტმფრენის ავიაკატასტროფის მაგვარად-ზღვის დონიდან 2 500 მეტრის სიმაღლეზე-იმ განსხვავებით, რომ ჩვენს შემთხვევაში ეკიპაჟის მიერ, ინსტრუქციის თანახმად დროულად იქნა მიღებული შესაბამისი ზომები და აცილებული იქნა ხანძრის გაჩენის საშიშროება.რის შედეგად გადავარჩინეთ, ძვირადღირებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საფრენი აპარატი და უფლის წყალობით შენარჩუნებული ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე.
სამაგიეროდ, ისე როგორც ბევრი სხვა-2006 წლიდან-ხელისუფლებამ, სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვიქცია და ახლაც იგივეს აგრძელებენ მთავრობაში მოკალათებული იგივე კადრები.რაც გამოიხატება იმ მოტივით, რომ თუ გუდაურში მომხდარი მი 8 ტიპის კატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის თვითოეული წევრის ოჯახი, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვებული იქნენ სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი კომპენსაციით 100 000 ლარის ოდენობით (რაც სრულიად სამართლიანი იყო) მე და ჩემი ოჯახის-პირიქით დამაზარალეს იგივე ოდენობის თანხით.რაც გამოიხატება იმ გარემოებით, რომ 2006 წლიდან არა კანონიერად ჩამომართვეს 481 ლარი- რაც დღემდე შეადგენს იგივე 100 000 ლარს.სრულყოფილი ყოველთვიური თანხის აღდგენა სასამართლოს ძალით არ განხორციელდა 2010 წელს.თანხის ჩამოჭრას კი არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებდა.რამაც გამოიწვია ის, რომ 27 კვადრატულ მეტრში მცხოვრები 8 სულიანი ოჯახი სამი მცირეწლოვანი ბავშვით და ქვედა კიდურების კოქსართროზის დიაგნოზიდ დაავადებული მეუღლე ჩაგვაგდეს გაუსაძლის პირობებში.
იმავე წელს დახმარებისთვის მივმართე-ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.მათი მხრიდან კი დახმარების მაგივრად-სტრასბურგის სასამართლოში არა სრულყოფილად იქნა მიწოდებული სარჩელი და წარმოებაში არ იქნა მიღებული.(იხ სარჩელი N7025/11) 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ-იმ დროინდელი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცემული იქნა ახალი საქართველოს მთავრობის 1 მარტის N45 დადგენილება და რის მერე ყველა ჩემს კოლეგას, აღუდგინეს არაკანონიერად ჩამორთმეული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ მე კი არ აღმიდგინეს არა კანონიერად ჩამოჭრილი თანხის ნაწილი, რაც შეადგენს 2007 წლის აგვისტოდან ყოველთვიური 481 ლარს.
მიუხედავად იმისა.რომ ჩემზე კანონი, დღემდე არ ვრცელდება-თბილისის საქალაქო სასამართლოს ქონდა უფლება სარჩელი დაეკმაყოფილებინა ჩემს სასარგებლოდ, რაც ჩემგან გაურკვეველი მიზეზის გამო არ გაკეთდა.ამის მერე მივმართე სახალხო დამცველის აპარატს და შემდეგ ყოფილი დეპუტატის ბატონი ემზარ კვიციანის ბრძოლის შემდეგ 2019 წელს სახალხო დამცველის N04-5/5857 24.05.2019 წინადადების საფუძველზე დაიწერა დადებითი დასკვნა ჩემს სასარგებლოდ და გაგზავნილი იქნა პრემიერ მინისტრის სახელზე, რომელიც დღემდე არ სრულდება დადგენილებაში ცვლილების შეტანა.
ჩემი განცხადების საფუძველზე შუამდგომლობის წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს, რამოდენიმე პარლამენტის წევრებმა, ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ სამწუხაროდ არ ერთი სახელმწიფო ორგანოდან არავითარი პასუხი არ მიმიღია მათ შორის პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს ცრუ დაპირებების გარდა (იხ.პასუხები).
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და კოლაცია ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეს კი საერთოდ არავითარი რეაგირება არ მოუხდენია და ყოველივე ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობის მოთხოვნის სახით მივმართე ამერიკის ელჩს საქართველოში და ისიც შევთავაზე, რომ საქმის დადებითად დასრულების შემთხვევაში თანხის ნაწილს ჩავრიცხავდი საქართველოში და უკრაინაში დაზარალებული ბავშვების ფონდში-რომლისგან პასუხი საერთოდ არ მიმიღია.
ასევე მივმართე ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, რომელმაც გადამამისამართა, სახალხო დამცველის აპარატში და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დახმარების მიზნით.რის შედეგად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან კვლავ არა სრულყოფილად იქნა შედგენილი N1645 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, არ იქნა მიწოდებული სახალხო დამცველის N4-5/5857 24.05.2019 წინადადება დოკუმენტების ნუსხაში მტკიცებულების სახით და სარჩელი კვლავ არ იქნა მიღებული განსახილველად.
(იხ მასალა) და უარი მითხრეს ევროსასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ევროსასამართლომ უკვე ერთხელ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და სარჩელს არ მიიღებსო. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შეეტანა სახალხო დამცველის აპარატს-რაც შეგნებულად არ გაკეთდა. დღევანდელი დღის მონაცემებით კი სასამართლოს საქმე №3/4424-18 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის 1 მარტის N45 დადგენილების 5.5 პუნქტი (5. ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება) სამივე ისტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმებულია გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა—-ტ ნ——–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი;
3. დაევალოს საქართველოს მთავრობას, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნება იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი გთხოვთ! დაავალოთ შესაბამის ორგანოებს, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შემდგომ მისი მოგვარება.
პატივისცემით: შრომის ინვალიდი მი 8 ტიპის ვეტერანი მფრინავი რუსლან გვარაძე



0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0